top of page

stumroba anagis saxelovnebo sivrceSi

  • Feb 22
  • 1 min read

თებერვალში გასვლითი კლასი ანაგის სახელოვნებო სივრცეში ჩავატარეთ. ჩვენი მიზანი იყო, მოზარდებისთვის გვეჩვენებინა, რომ ხელოვნება ეს მხოლოდ საგამოფენო ობიექტი როდია, არამედ ცოცხალი დიალოგი საკუთარ თავთან და სამყაროსთან. ამ მხრივ საგამოფენო დარბაზებში წარმოდგენილი ქართველი თანამედროვე მხატვრების მასშტაბური ტილოები, რომლებიც წლების განმავლობაში ევროპის კერძო კოლექციებში ინახებოდა, არაჩვეულებრივი მასალა გახლდათ.


გასვლითი კლასის ბოლოს ვიმსჯელეთ ნანახსა და განცდილზე. ხელოვნების, როგორც იდეის, კონტექსტისა და შეგრძნებების, წაკითხვა კულტურულ თვითიდენტიფიკაციასაც აღრმავებს და ემოციების უკეთ გააზრების საშუალებასაც იძლევა

 

Comments


Lett Square.png
bottom of page