ლეტერატოს პოდკასტები
- #16
ადამიანის უფლებები
ლეტერატოს მოსწავლეები ტასო ჩიტაიშვილი და მარიამ ჯულუხიძე განიხილავენ ადამიანის უფლებების არსს და მნიშვნელობას ლიტერატურული ტექსტებისა და ისტორიის მოშველიებით. „ნოეს შვილი“, „შიმშილის თამაშები“, „ნუ მოკლავ ჯაფარას“, „ცხოველების ფერმა“, საბჭოთა კავშირი და ნაცისტური გერმანია - ეს იმ თემების მოკლე ჩამონათვალია, რომელსაც ამ პოდკასტში შეხვდებით
წამყვანები: ტასო ჩიტაიშვილი, მარიამ ჯულუხიძე
- #15

უკვდავი შექსპირი
ლეტერატოს მოსწავლეები ნიკა დევდარიანი და სანდრო ხოდელი განიხილავენ უილიამ შექსპირის „ჰამლეტს“ და 66-ე სონეტს. რატომ არის ორივე მათგანი უკვდავიც და ახალგაზრდებისთვის აქტუალურიც? ნიკა და სანდრო ამ პოდკასტში სწორედ ამ კითხვას პასუხობენ. ეგზისტენციალური განცდები, უსამართლობა, სიყალბე, მეგობრობა და სიყვარული - ამ მნიშვნელოვან თემებზე მოსწავლეები როგორც შექსპირის, ასევე საკუთარ პერსპექტივას გვთავაზობენ და გვეუბნებიან, რომ სიკეთეს, სიყვარულსა და თანაგრძნობას აქვთ ძალა, ცხოვრებისეული ქაოსისა და უსამართლობისაგან მიყენებული ტკივილისგან განგვკურნონ.
წამყვანები: ნიკა დევდარიანი, სანდრო ხოდელი
- #14

თავისუფალი ნება - რეალობა თუ ილუზია?
ადამიანი უხსოვარი დროიდან აღიარებს თავისუფლებას, როგორც უზენაეს ღირებულებას, თავისუფალი ნება კი ხშირად ადამიანის არსის, თავად ადამიანობის განმსაზღვრელად გვევლინება. თუმცა, კაცობრიობისთვის ფატალიზმი და დეტერმინიზმიც არაა უცხო. ლეტერატოს მოსწავლე დათუნა რაჭველიშვილი სწორედ ამ საკითხებზე გვესაუბრება. არსებობს კი თავისუფალი ნება? და რა შეიძლება მოგვიტანოს მსოფლმხედველობამ, რომლის მიხედვითაც ყოველივე წინასწარ განსაზღვრულია და ადამიანი მხოლოდ ოდესღაც დაწერილ სცენარში მეორეხარისხოვან როლს ასრულებს, სიუჟეტის შეცვლა კი არ შეუძლია?
წამყვანები: დათუნა რაჭველიშვილი
- #13

მნიშვნელობის ძიებაში: ადამიანი და მისი როლი
ადამიანის მნიშვნელობას სხვადასხვა დროში განსხვავებულად განიხილავდნენ. ჩვენი მოსწავლეები მარიამ კილაურიძე და ანი იაკობიძე სხვადასხვა ეპოქაში მოგზაურობენ: ძველი ბერძნული ცივილიზაცია, ადრექრისტიანული ხანა და ადრეული შუასაუკუნეები, რენესანსი და განმანათლებლობის ეპოქა, მეოცე საუკუნე და ჩვენი თანამედროვეობა - და სვამენ მნიშვნელოვან შეკითხვას: გადაჭარბებულია თუ არა ადამიანის როლი და მნიშვნელობა სამყაროს მასშტაბით? ეს საინტერესო პოდკასტი თვალსაჩინოდ წარმოგვიდგენს კაცობრიობის აზროვნების ცვლილებებსა და მიღწევებს, გუტენბერგის სტამბიდან დაწყებული, ადამიანის უფლებებით დამთავრებული, განიხილავს ეგზისტენციალურ საკითხებს, ჩვენი ეპოქის მონაპოვარს, როგორიცაა მეცნიერული გარღვევა ან თანამედროვე დემოკრატია, და ახალგაზრდებს დამამიმედებელ გზავნილებს უგზავნის.
წამყვანები: მარიამ კილაურიძე, ანი იაკობიძე
- #12

დასაწყისები და დასასრულები
დასასრულს ახალი დასაწყისი მოსდევს. დასაწყისს - კი დასასრული, რას შეიძლება ნიშნავდეს ეს და არის თუ არა ცხოვრება ციკლური? რამდენად დამოკიდებულია ის დროზე და საერთოდ, როგორია დროის ადამიანური აღქმა? ლეტერატოს მოსწავლეები ტასო ჯინჭარაძე და ალასკა პოპიაშვილი ადამიანების ცხოვრებაში დასაწყისისა და დასასრულის პრობლემას განიხილავენ. ტასოსთვის ეს პოდკასტი ლეტერატოში ყოფნის დასასრულია. სწორედ ამიტომაც თემა - ძალზე აქტუალური. ჩვენი მოსწავლეები რელიგიის, ფილოსოფიის, ფიზიკისა და ფსიქოლოგიის სამყაროში მოგზაურობენ და ამ პოდკასტში საინტერესო მოსაზრებებს გიზიარებენ, რაც, როგორც მოზარდს, ისე ზრდასრულსაც ნამდვილად გამოადგება.
წამყვანები: ტასო ჯინჭარაძე, ალასკა პოპიაშვილი
- #11

იდენტობის ილუზიები
ნებისმიერი ადამიანისათვის მნიშვნელოვანია ჰქონდეს მყარი „მე“. მაგრამ რამდენად არის იდენტობა უცვლელი? შეიძლება თუ არა, იგი მხოლოდ და მხოლოდ სოციალური ნიღაბი იყოს და სიტუაციისა და დროის ცვლილებასთან ერთად მოდიფიკაციას განიცდიდეს? ლეტერატოს მოსწავლეები დაჩი ჩხაიძე და ნიტა კვირიკაძე იდენტობის არსს სიღრმისეულად მიმოიხილავენ. მაგალითები ნაწარმოებებიდან „სხვისი სახე“ და „ანტონიო და დავითი“, ჰეგელისა და ნიცშეს დამოკიდებულებები და ბევრი სხვა საინტერესო მოსაზრება - მოისმინეთ ამ პოდკასტში.
წამყვანები: დაჩი ჩხაიძე, ნიტა კვირიკაძე
- #10

გალანტური ტვირთის კარიკატურული მარტოობა
ბევრი თინეიჯერი განიცდის მარტოსულობის პრობლემას. რას ნიშნავს, იყო მარტოსული და როგორ შეიძლება გავუმკლავდეთ მას, საკმარისია თუ არა როდესაც საკუთარი თავი გყავს და რაშია ბედნიერების გასაღები - ამ ყველაფერზე ლეტერატოს მოსწავლეები ტასო ჯინჭარაძე და ალასკა პოპიაშვილი გაბედულად საუბრობენ და საკუთარ გამოცდილებას გვიზიარებენ. მათი ანალიზი, მაგალითები წაკითხული წიგნებიდან და რჩევები სხვადასხვა ფილოსოფიიდან ბევრ მოზარდს დაეხმარება და გაუკვალავს გზას თვითგანვითარებისა და ბედნიერების ძიებისკენ.
წამყვანები: ტასო ჯინჭარაძე, ალასკა პოპიაშვილი
- #9

მარქსიზმი და დღევანდელობა
ყველამ ვიცით, რომ მარქსის იდეებმა არ გაამართლა, თუმცა არსებობს მისი მოსაზრებები, რომელიც დღემდე აქტუალურია. ასეთია მაგალითად ჭარბწარმოების კრიზისი. თუმცა, ჩვენი მოსწავლეები ლილუ მეტრეველი და ლიზა შენგელია ამ პოდკასტში მარქსის შედარებით უფრო მარტივ, მაგრამ ასევე ძალზე აქტუალურ შეხედულებებზე საუბრობენ და ეხებიან ისეთ თემებს, როგორიცაა თანასწორობა და კერძო საკუთრების პრობლემა, ფემინიზმი და საქმეში რეალიზებულობა, ძველი და ახალი თაობის დამოკიდებულებები მარქსის იდეების მიმართ.
წამყვანები: ლილუ მეტრეველი, ლიზა შენგელია
- #8

იუმორის ანატომია
ლეტერატოს მოსწავლეები ნიტა კვირიკაძე და ანასტასია ცხადაძე განიხილავენ იუმორის არსს, მის დადებით და უარყოფით მხარეებს, ასევე უმბერტო ეკოს „ვარდის სახელს“, თომა აქვინელის, ზიგმუნდ ფროიდის, ფრიდრიხ ნიცშესა და არტურ შოპენჰაუერის მოსაზრებებს ამ ფენომენის შესახებ.
წამყვანები: ნიტა კვირიკაძე, ანასტასია ცხადაძე
- #7

ადამიანი და ეგოიზმი
არის თუ არა ადამიანი ეგოისტური არსება და რამდენად კარგია ეს მისთვის და საზოგადოებისთვის? რა ითვლება ალტრუისტულ აქტად და რას ნიშნავს ორმხრივი ალტრუიზმი - ყოველივე ამაზე ლეტერატოს მოსწავლეები მარიამ კილაურიძე და ანი იაკობიძე პოდკასტში საუბრობენ. ნაწარმოებები „ბუზთა ბატონი“ და „ფრანით მორბენალი“, აგრეთვე ეინ რენდის, ტომას ჰობსის და რობერტ საპოლსკის შეხედულებები პოდკასტს კიდევ უფრო საინტერესოდ მოსასმენს ხდის.
წამყვანები: მარიამ კილაურიძე, ანი იაკობიძე
- #6

იდეათა სამყარო: ანგელოზები და ჩიბუხები
ლეტერატოს მოსწავლეები დაჩი და ნიტა საუბრობენ იდეებზე და მათ განხორციელებაზე. საიდან ჩნდება იდეა? როგორ ხდება იდეის განსხეულება? რატომ იბღალება იგი ხორცშესხმისას? ამ კითხვებზე პასუხებს პოდკასტში იპოვით. პლატონის იდეათა სამყარო და არისტოტელე, რენე მაგრიტი და მიშელ ფუკო, იდეათა კომერციალიზაცია და აღმოსავლური ფილოსოფია - ყველაფერი ეს ჩვენი პოდკასტის მეექვსე ეპიზოდშია თავმოყრილი.
- #5

გარემო და ინდივიდი
როგორ ზეგავლენას ახდენს გარემო ინდივიდზე, რამდენად დიდია ეს ზეგავლენა და რა შეიძლება დაუპირისპიროს პიროვნებამ ამ გავლენებს, რათა შეინარჩუნოს თვითმყოფადობა და ინდივიდუალიზმი - ჩვენი მოსწავლეები ალასკა და ტასო ამ ეპიზოდში სწორედ ასეთ საკითხებს მიმოიხილავენ. ისინი მსჯელობენ კულტურის როლზე, გვიზიარებენ საკუთარ დამოკიდებულებებს არსებული გარემოს მიმართ და განიხილავენ თვითგანვითარების თეორიებს ეპიკურედან იუმამდე.
- #4

კონფლიქტი უკრაინაში
ლეტერატოს მოსწავლეები დათუნა რაჭველიშვილი და დაჩი ჩხაიძე მიმოიხილავენ რუსეთის აგრესიას უკრაინაში, ომის წინაპირობებსა და საფუძვლებს, მის მნიშვნელობას სამყაროსთვის და აკეთებენ საკუთარ პროგნოზებს
წამყვანები: დათუნა რაჭველიშვილი, დაჩი ჩხაიძე
- #3

ღმერთობანას თამაში
რატომ სურს ადამიანს ღმერთს შეეჯიბროს? რატომ ვთამაშობთ ღმერთობანას და საიდან მოდის ეს სურვილი? კარგია ეს თუ ცუდი? ლეტერატოს მოსწავლეები ნიტა კვირიკაძე და დაჩი ჩხაიძე ამ საკითებზე საუბრობენ. კაცობრიობის ისტორია, დასავლური და აღმოსავლური კულტურა, კამიუ, რიკი და მორტი, ნიცშე და ბერძნული მითები - ყოველივე ეს ჩვენს პოდკასტში „ღმერთობანას თამაში“.
წამყვანები: ნიტა კვირიკაძე, დაჩი ჩხაიძე
- #2

პოსტ-კოვიდური დილემები თინეიჯერებში
განსაკუთრებით მტკივნეულად პანდემიის პერიოდი თინეიჯერებზე აისახა. რა დილემების წინაშე დგანან ისინი ახლა და როგორ შეიძლება იმ პრობლემებს გაუმკლავდნენ, რომელიც მათ იზოლაციისა და სოციალური დისტანცირების ორმა წელმა მოუტანა? ლეტერატოს მოსწავლეები ლილუ მეტრეველი და ლიზა შენგელია სწორედ ამ საკითხებზე საუბრობენ.
წამყვანები: ლილუ მეტრეველი, ლიზა შენგელია
- #1

ყალბი რეალობა და თინეიჯერები
რატომ ვიქმნით ყალბ რეალობას? როგორი მაგალითები არსებობს და რა იწვევს ყალბი რეალობის შექმნას თინეიჯერებში? ჩვენი მოსწავლეები ტასო ჯინჭარაძე და ალასკა პოპიაშვილი მსმენელს ამ საკითხებსა და საკუთარ გამოცდილებაზე ესაუბრებიან.
წამყვანები: ტასო ჯინჭარაძე, ალასკა პოპიაშვილი