kritikuli azrovneba: ekonomikuri unarebi
სახელმწიფო და ეკონომიკა ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. ყველა ჩვენგანს, მათ შორის ახალგაზრდა თაობას აუცილებლად მოუწევს სახელმწიფო ინსტიტუციებთან, ეკონომიკასა და ფულთან ყოველდღიური შეხება. ეს შემეცნებითი და ამავდროულად ინტერაქტიული კურსი მოსწავლეებს დაეხმარება, მომზადებულები შეხვდნენ ზრდასრულ ცხოვრებას და აუხსნის, თუ როგორაა მოწყობილი ეს სისტემები მათ გარშემო, რათა მათ კრიტიკული აზროვნების უნარები განივითარონ და შეძლონ სწორი გადაწყვეტილების მიღება.
კურსის გავლის შედეგად მოსწავლეები:
-
გაიგებენ რა კავშირი აქვს ერთმანეთს სახელმწიფოს, ეკონომიკას და ბიზნესს და როგორ ზემოქმედებენ ერთმანეთზე
-
შეიტყობენ, როგორაა მოწყობილი ბაზარი, ვინ არიან მისი ძირითადი მოთამაშეები და როგორ შეიძლება ეს ცოდნა გამოიყენონ რეალურ ცხოვრებაში
-
შეისწავლიან, როგორია სახელმწიფოს მოწყობის ძირითადი იდეოლოგიები და როგორ აისახება ეს ეკონომიკაზე
-
შეძლებენ ამ საკითხების სისტემურ ანალიზს და ობიექტური დასკვნების გამოტანას
-
გაიგებენ, რა ეღირება დღევანდელი ფული ხვალ; რატომ იზრდება ფასები; რა არის ტექნოლოგიური გიგანტების წარმატების საიდუმლო, როგორ შეიძლება სტარტაპის შექმნა და ა. შ.
-
შეძლებენ ფულთან სწორ ურთიერთობას და საწყისი შემოსავლების სწორი ინვესტირების განჭვრეტას
-
შეძლებენ ეკონომიკასა და ფულთან დაკავშირებულ დილემებთან დაკავშირებით სწორი გადაწყვეტილებების მიღებას
-
შეძლებენ ბიზნეს-იდეების შემუშავებას და მათი განხორციელების გზების დასახვას
-
გაიგებენ, რისგან შედგება ბიზნესი, გაეცნობიან მისი შეფასების ინსტრუმენტებს
-
შეძლებენ ინოვაციურ, არასტანდარტულ აზროვნებას და გაიგებენ, თუ როგორ შეიძლება ასეთი აზროვნების სტილის წარმატებით გამოყენება რეალურ ცხოვრებაში, ეკონომიკასა და ბიზნესში
აღნიშნული კურსის მიზანია მოამზადოს მოსწავლეები რეალური ცხოვრებისათვის. ეკონომიკის ტრადიციული საგნისგან განსხვავებით კურსი ინტერდისციპლინარულია და შეეხება ინოვაციურ აზროვნებას, ძირითად იდეოლოგიებს, ფილოსოფიას, ფულთან ურთიერთობას და საწყისი შემოსავლების სწორად ინვესტირებას. კურსის მსმენელები შეძლებენ თეორიული ცოდნა პრაქტიკას მოარგონ და რეალურ ცხოვრებაში გამოიყენონ.
შედეგად, მიღებული ცოდნა მოსწავლეებს საშუალებას მისცემს მოახდინონ გარემოს სწორი ანალიზი და მიიღონ სწორი გადაწყვეტილებები, რაც მათ საკუთარი ცხოვრების ხარისხის გაზრდაში დაეხმარება. ამავდროულად, მოზარდები შეისწავლიან იმ ძირითად ინსტრუმენტებს, რომლის წყალობითაც შეძლებენ მართონ საკუთარი ფინანსები, მიიღონ ფინანსური გადაწყვეტილებები როგორც საქმიან, ასევე პირად ცხოვრებაში.
კურსი ასევე მოიცავს ბიზნესის, როგორც ეკონომიკის მამოძრავებელი ძალის,ძირითად ასპექტებს. მოზარდები პრაქტიკული დავალებების საშუალებით შექმნიან ბიზნეს-მოდელებს, გაეცნობიან მისი წარმართვის მნიშვნელოვან მიმართულებებს. კურსის მსვლელობისას დაგეგმილია გასვლითი კლასები, შეხვედრები მოწვეულ სპიკერებთან და ბიზნეს-იდეებზე მუშაობა.
კურსი მოიცავს შემდეგ საკითხებს:
-
ეკონომიკის არსი და მნიშვნელობა
-
სახელმწიფოს მოწყობა ეკონომიკის ჭრილში - ძირითადი იდეოლოგიები
-
ფული, ეკონომიკა, მონაწილეები და ეკონომიკის სხვა აგრეგატები
-
ინვესტიციები და ინვესტირება მომავალში
-
ბიზნესი, როგორც ეკონომიკის მთავარი მამოძრავებელი ძალა
-
კერძო სექტორი - ბარიერები, ინტერესი, სახელმწიფოსთან ურთიერთობა
-
ინოვაცია და ბიზნესი
-
იდეის კომერციალიზაცია - როგორ შევქმნათ ბიზნესი და სტარტაპები
-
ბიზნესის შეფასების ინსტრუმენტები - ფინანსური დოკუმენტები
მეცადინეობები ტარდება კვირაში ორჯერ. თითოეული მეცადინეობის ხანგრძლივობაა 1.5 საათი.
პროგრამა განკუთვნილია უფროსკლასელებისათვის - მე-9-დან მე-12 კლასის ჩათვლით.
ჯგუფში ბავშვების რაოდენობაა 8-12 მოსწავლე.
კურსის ღირებულებაა 290 ლარი თვეში. საფასურში შედის გასვლითი კლასები, ბიზნეს-მოდელების შექმნა და დამატებითი შეხვედრები მოწვეულ საინტერესო სპიკერებთან.