სიახლეები

თბილისის წიგნის ბაზრობაზე
თბილისის წიგნის ბაზრობაზე ჩვენმა მოსწავლეებმა პროგრამული ნაწარმოებები წარადგინეს, როგორიცაა აკუტაგავას, აკა მორჩილაძის, კაფკასა და სხვა ავტორების ტექსტები.

სემინარი: არ ისწავლო პასუხები
შეხვედრა თანამედროვე სამყაროში აუცილებელი უნარების განვითარებას დაეთმო. კითხვის დასმა, ინფორმაციის, ფაქტებისა და იდეების მოსმენა, გააზრება, სინთეზი და კრიტიკული ანალიზი წარმოსახვისა და ტექნოლოგიურ უნარებთან ერთად დღეს გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მშრალი ცოდნა. შეხვედრის მთავარი ღერძი სწორედ ამ უნარების მნიშვნელობის გააზრება და მათი პრაქტიკული განვითარების გზების ძიება იყო

ლეტერატოს ახალგაზრდული კონფერენცია
დედისა და ქალთა საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, „ლეტერატო“ ტრადიციას არ ღალატობს და წელსაც, 8 მარტს, ახალგაზრდულ კონფერენციაზე მშობლებსა და მოსწავლეების მეგობრებს უმასპინძლა. ლეტერატოს ახალგაზრდულ კონფერენციაზე ჩვენმა ბავშვებმა სრულიად სხვა რაკურსით დაგვანახეს საკუთარი თავი და თავიანთი შესაძლებლობები. შთამბეჭდავი იყო, როგორ თავდაჯერებულად და სიღრმისეულად მსჯელობდნენ ახალგაზრდები მოტივაციასა თუ თავისუფლებაზე, სხვადასხვა ლიტერატურულ ნაწარმოებებსა თუ პიროვნულ განვითარებაზე. განსაკუთრებით...

სტუმრობა ანაგის სახელოვნებო სივრცეში
თებერვალში გასვლითი კლასი ანაგის სახელოვნებო სივრცეში ჩავატარეთ. ჩვენი მიზანი იყო, მოზარდებისთვის გვეჩვენებინა, რომ ხელოვნება ეს მხოლოდ საგამოფენო ობიექტი როდია, არამედ ცოცხალი დიალოგი საკუთარ თავთან და სამყაროსთან. ამ მხრივ საგამოფენო დარბაზებში წარმოდგენილი ქართველი თანამედროვე მხატვრების მასშტაბური ტილოები, რომლებიც წლების განმავლობაში ევროპის კერძო კოლექციებში ინახებოდა, არაჩვეულებრივი მასალა გახლდათ. გასვლითი კლასის ბოლოს ვიმსჯელეთ ნანახსა და განცდილზე. ხელოვნების, როგორც იდეის,...

ევროპული ცივილიზაციის კულტურული მემკვიდრეობა
რას მოიცავს საერთო ევროპული მემკვიდრეობა? რას ვგულისხმობთ ანტიკურობაში და როგორი იყო აღმოსავლეთ და დასავლეთ საქრისტიანოს მიმართება ანტიკურობისადმი? იანვარში კულტურული მემკვიდრეობის ექსპერტს ნინო ჭანიშვილს ვუმასპინძლეთ, რომელმაც ამ შეკითხვებს გასცა პასუხი. მოსწავლეებთან შეხვედრისას ნინომ მიმოიხილა რენესანსი, რეფორმაცია, განმანათლებლობა და ენციკლოპედიური მუზეუმების დაბადება, რამაც ჩვენს მოსწავლეებს მისცა საშუალება, უფრო ღრმად გაეაზრებინათ ევროპული ცივილიზაციის მონაპოვარი....

ვიზიტი საოკუპაციო ხაზთან
წიგნიერების პოპულარიზაციის მიზნით, დეკემბერში ლეტერატოს მოსწავლეებთან ერთად საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ აძვის სკოლას ვესტუმრეთ. სკოლას საჩუქრად წიგნები გადავეცით, ხოლო ჩვენმა მოსწავლეებმა თანატოლებს თავიანთი საყვარელი ნაწარმოებები გააცნეს და წერილებიც გაუზიარეს — შეხვედრა სითბოთი, ინტერესით და გულწრფელი საუბრებით იყო სავსე. ხელოვნურად შექმნილი საზღვრის სიახლოვე მძიმე განცდებს იწვევს, თუმცა ახალგაზრდების სიყვარული ლიტერატურის, ხელოვნების, ბუნების მიმართ ამ რეალობას ნათელ და იმედისმომცემ...

კითხვა და ადამიანი: შეხვედრა ზაალ ჩხეიძესთან
ჩვენი ნოემბრის სპიკერი იყო ფილოლოგი ზაალ ჩხეიძე, რომელმაც ჩვენს მოსწავლეებთან ერთად წიგნის კითხვაზე, ლიტერატურის სიყვარულზე, სხვადასხვა ნაწარმოებზე ისაუბრა. ზაალ ჩხეიძის გამოცდილება პირდაპირ უკავშირდება ლიტერატურას და საკმაოდ მრავალფეროვანია: ლიტერატურული ნაწარმოების თარგმნა, ხელოვნების და ლიტერატურის სწავლება, ჟურნალის რედაქტორობა და სხვა. ამჟამად იგი თბილისის თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების ლექტორია.

გასვლითი კლასი: ფელიქს ვარლას ვიზუალური ენა
მხატვრობა საუკეთესო მასალაა საკუთარ გრძნობებზე დასაკვირვებლად, ემოციების გასაცნობად. სწორედ ამიტომ ჩვენი გასვლითი კლასი ვიზუალური ენის მნიშვნელობასა და მნახველსა და ნამუშევარს შორის კომუნიკაციას დაეთმო. ამ მხრივ ფელიქს ვარლამიშვილის ფერწერა განსაკუთრებულია. ის ხომ ჩვეულებრივში არაჩვეულებრივის აღმოჩენის საშუალებასაც იძლევა, თავისი უნიკალური ფერებით, უჩვეულო კომპოზიციებითა და სიმბოლიკით. ვარლას გამოფენაზე სტუმრობით ლეტერატოს მოსწავლეები არა მხოლოდ მის შემოქმედებას გაეცნენ, არამედ პრაქტიკაში...

შეხვედრა კოსმოსთან
ივნისში ასტრონომ გიორგი ჯავახიშვილს ვუმასპინძლეთ, რომელმაც ჩვენი მოსწავლეებისათვის ლექცია გამართა კოსმოსური ობიექტების და მათი ურთიერთქმედების შესახებ. გიორგი ჯავახიშვილმა ასევე ისაუბრა მზის აქტივობაზე და შეხვედრისას მოსწავლეებს შესაძლებლობა ჰქონდათ ტელესკოპით დაკვირვებოდნენ მზის ლაქებს. გიორგი ჯავახიშვილი გახლავთ დოქტორი, ასტრონომი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი აბასთუმნის ობსერვატორიაში მოღვაწეობის 40 წლიანი სტაჟით, რომლისთვისაც ასტრონომია, ციურ სხეულებზე დაკვირვება...

პირველი რესპუბლიკის მეხსიერება
საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად ვუმასპინძლეთ სემინარს „პირველი რესპუბლიკის მეხსიერება“. ჩვენი სტუმარი გახლდათ „საბჭოთა...

საუბარი ლიტერატურაზე
წიგნიერების პოპულარიზაციის მიზნით ლეტერატო კიდევ ერთხელ შეუერთდა #აჩუქეწიგნის კამპანიას, რომელსაც ბიბლუსი ყოველწლიურად ახორციელებს. წელს...

ლეტერატოს კონფერენცია
ჩატარდა ლეტერატოს კონფერენცია, სადაც მშობლები და შვილები ერთმანეთს შეხვდნენ. ლეტერატოში განვლილ მასალაზე დაყრდნობით მოზარდებმა ისაუბრეს მ...

გასვლითი კლასი მუზეუმში
არაფერს ვიტყვით ახალს, თუ აღვნიშნავთ, რამდენად მდიდარია ჩვენი ქვეყანა ხელოვნებითა და კულტურით. ამის კიდევ ერთხელ გასააზრებლად ჩვენს...

კოგნიტური ფსიქოლოგიის სემინარი
ჩვენი იანვრის სპიკერი გახლდათ ფსიქოლოგი სოფიო ვიბლიანი სემინარით „კოგნიტური ფსიქოლოგია - როგორ აღვიქვამთ სამყაროს“. სემინარზე ჩვენი...

ლეტერატო აზიარებს
ლეტერატო რეგულარულად ეწევა კრიტიკული აზროვნებისა და წიგნიერების პოპულარიზაციას. ამავდროულად ამ საქმეში აქტიურად არიან ჩართული ჩვენი...

მაიკლ ლიუკენის სემინარი
ლეტერატომ გერმანელ პროფესორ მაიკლ ლიუკენს უმასპინძლა, რომელმაც ჩვენი მოსწავლებისთვის ჩაატარა სემინარი სახელწოდებით „კლიმატის ცვლილება:...

ლეტერატო საბავშვო ფესტივალზე
1 ივნისს, ბავშვთა დაცვის დღეს მთაწმინდის პარკში თბილისის საბავშვო ფესტივალზე ლეტერატოს მოსწავლეებმა ღონისძიებაზე "ლეტერატო...

მომავლის დაგეგმვა - პროფესია და კარიერა
არაერთი ჩვენი მოსწავლე ფიქრობს სამომავლო პროფესიასა და კარიერაზე. ამ საკითხში უკეთ გასარკვევად ვუმასპინძლეთ სემინარს თემაზე "მომავლის დაგ...

"აჩუქე წიგნი" - წიგნიერების პოპულარიზაციისთვის
წიგნიერების პოპულარიზაციისათვის ლეტერატო "ბიბლუსის" პარტნიორი გახდა და #აჩუქეწიგნი ს კამპანიას შეუერთდა. ამ მიზნით ჩვენს მოსწავლეებთან...

ჩვენი მოსწავლეები ლიტერატურისთვის
გვახარებს, რომ ჩვენი მოსწავლეები არა მარტო თავად არიან წიგნიერნი, არამედ სხვებსაც უზიარებენ საკუთარ მოსაზრებებს საყვარელი წიგნების შესახებ

ვიზიტი სახვითი ხელოვნების მუზეუმში
საქართველო მდიდარია სახვითი ხელოვნების არაჩვეულებრივი ნიმუშებით. ამის დასტურია სახვითი ხელოვნების მუზეუმიც, რომელსაც ვესტუმრეთ, რათა...

შეხვედრები მშობლებთან
ჩვენი მოსწავლეების მშობლები მოზარდების აღზრდა-განათლების საქმეში ჩვენი მთავარი მოკავშირენი არიან. სწორედ ამიტომ ვცდილობთ, ერთად გადავჭრათ...

განათლების მიღება აშშ-ში
ამერიკის შეერთებული შტატების უმაღლესი განათლების სისტემა დღემდე ერთ-ერთ საუკეთესოდ ითვლება და არაერთ ჩვენს მოსწავლეს სურს, სწავლა სწორედ...

პოსტერ არტი და ხელოვნება
ლეტერატოს იანვრის სტუმარი გახლდათ ახალგაზრდა ხელოვანი ლევან მიქელაძე თემით „პოსტერ არტი და ხელოვნება“. ლევან მიქელაძე...

როგორ ჩნდება ამბები
დეკემბრის თვეში ლეტერატომ ახალგაზრდა ქართველ მწერალს ბექა ადამაშვილს უმასპინძლა თემით "როგორ ჩნდება ამბები". ბექას ეკუთვნის რომანები...

პროექტის მართვის კურსი უფროსკლასელებისთვის
ბევრი მოზარდისთვის ადვილი არ არის საკუთარი ცხოვრების ყოველდღიური რუტინის მართვა. არადა ამ ასაკში მათ უკვე მნიშვნელოვანი...

გასვლითი კლასი გამოფენაზე
ხელოვნებასთან დამეგობრება, კულტურასთან ზიარება ცხოვრებას უფრო სავსესა და შინაარსიანს ხდის. ასეთია ადამიანის ბუნება და სწორედ ამის ჩვენება...

აშშ ელჩის სტუმრობა ლეტერატოში
ივნისის თვეში ლეტერატოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი, ქალბატონი კელი დეგნანი გვესტუმრა. გულწრფელ და ღია დიალოგში მოზარდები საპატიო...

ლეტერატო წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე
ლეტერატოს გამოსვლა თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე

აუტიზმი და ტოლერანტობა
2 აპრილი აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების საერთაშორისო დღეა. ამ დღის მიზანია გაზარდოს ცნობიერების დონე აუტიზმთან დაკავშირებით და...

შეხვედრა ჩვენს მშობლებთან
რა უნდა იყოს მომავალი თაობის განათლებასა და აღზრდაზე მნიშვნელოვანი? პერიოდული შეხვედრები ჩვენს მშობლებთან გვეხმარება, უფრო მეტად ვიზრუნოთ...

ფილოსოფია და ყოველდღიურობა
თებერვალში ფილოსოფოს ლევან ღამბაშიძეს ვუმასპინძლეთ თემით „ფილოსოფია და ყოველდღიურობა“. ჩვენი მოსწავლეები ლეტერატოში არა ერთ ფილოსოფოსსა...

გასვლითი კლასი მუზეუმში
საქართველოს ეროვნული მუზეუმის საგანძურში ჩვენი მოსწავლეები გიდმა შორეულ წარსულში ამოგზაურა. ცოტა ხნით გადავსახლდით „ოქრომრავალ“ კოლხეთში...

რატომ გვიყვარს თეატრი
ბევრ ჩვენს მოსწავლეს უყვარს თეატრი. თეატრის არსზე, მის დანიშნულებასა და მნიშვნელობაზე სასაუბროდ „სივრცის თეატრის“ დამფუძნებელი და...

შეხვედრა ნინიკო მორბედაძესთან
გალერეაში მხატვარ ნინიკო მორბედაძეს ვესტუმრეთ და მის ჯადოსნურ ნამუშევრებში ჩავიძირეთ. სიზმრისმიერმა იდუმალებამ, გამომსახველობის სიღრმემ...

ზღაპრების ახალი სიცოცხლე თანამედროვე სამყაროში
ნოემბერში ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი ელენე...

ჩვენი მენტორობის პროგრამა
2022 წლიდან ლეტერატოში მენტორობის პროგრამა მოქმედებს, რომლის ფარგლებშიც უფროსკლასელები უმცროსკლასელებს განვითარებასა და განათლების...

საბჭოთა კავშირი და დღევანდელობა
მეგი ქარცივაძე, სტალინიზმის, რუსეთისა და აღმოსავლეთ ევროპის მკვლევარი, ლექტორი და ოქსფორდის უნივერსიტეტის დოქტორანტი ჩვენს მოსწავლეებს...

შეხვედრა ნინო კასრაძესთან
ჩვენი მოსწავლეები მსახიობ ნინო კასრაძეს შეხვდნენ, რომელმაც ლიტერატურის, წიგნების კითხვის, თავისუფალი აზროვნების მნიშვნელობაზე ისაუბრა....

ლეტერატო წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე
სასიხარულოა, რომ ჩვენი მოსწავლეები აქტიურად იღებენ მონაწილეობას წიგნიერების პოპულარიზაციაში. წელსაც, წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე...

ვიზიტი საქართველოს პრეზიდენტთან
ლეტერატოს მოსწავლეები დედაენის დღის აღსანიშნავად საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციას ეწვივნენ. მოსწავლეებს მიესალმა და დედაენის დღე...

ვიზიტი აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში
უფროსკლასელებისათვის ძალზე აქტუალურია პროფესიის შერჩევაზე ფიქრი და ის, თუ სად შეიძლება მიიღონ უმაღლესი განათლება. სწორედ ამ მიზნით...

ცხოვრება შეუზღუდავი შესაძლებლობებით
თებერვლის თვეში ახალგაზრდა პარასპორტსმენს, პარამოფარიკავე ნინა თიბილაშვილს ვუმასპინძლეთ. ნინას ისტორია აღმაფრთოვანებელი და ინსპირაციულია....

გასვლითი კლასი: სოლიკო ვირსალაძე
ხშირად ვამაყობთ ჩვენი მდიდარი კულტურით და ეს რომ ცარიელ სიტყვებად არ დარჩეს, მნიშვნელოვანია, მოზარდებმა მეტი იცოდნენ როგორც უძველესი,...

ინოვაციის კონკურსში გამარჯვებულების დაჯილდოება
ლეტერატომ 2021 წლის ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის ფინალისტები დაჩი ღვინაძე და ირაკლი ჟღენტი საჩუქრებით დააჯილდოვა მათი...

წიგნის მიღმა: ნილ გეიმანის მწერლობა
ინგლისური ენის ფილოლოგმა ლელა ფიროსმანიშვილმა ჩვენი მოსწავლეებისათვის სემინარი გამართა ნილ გეიმანის შემოქმედებაზე. ლელას არაერთი...

საუბარი ასტრონომიაზე - გიორგი ჯავახიშვილი
ნოემბრის თვეში ილიასა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორს, ასტრონომ გიორგი ჯავახიშვილს ვუმასპინძლეთ. ასტრონომმა კოსმოსის შესახებ...

მიმები, წიგნები და ევოლუცია - გიორგი მამალაძის სემინარი
„ლეტერატოს“ ეწვია კონსულტანტი, სპიკერი და ლექტორი გიორგი მამალაძე, რომელიც მოზარდებს თემაზე „მიმები, წიგნები და ევოლუცია“ ესაუბრა. როგორ...

ლევან სონღულაშვილის გამოფენაზე
ხელოვნება ის ენაა, რომელიც სამყაროს იდუმალებას შეგვაცნობინებს, სხვაგვარად დაგვაფიქრებს, წარმოსახვასა და ემოციებს გზას მისცემს და ამით...

"ფული და ინფლაცია" - გიორგი რაზმაძის სემინარი
ლეტერატოში ეკონომიკის საფუძვლების შესახებ მიღებულ ცოდნასთან ერთად უფროსკლასელებისთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ფულთან ურთიერთობის სწავლა...

გასვლითი კლასი ეროვნულ გალერეაში
არ არსებობს კულტურა ადამიანის გარეშე და სწორედ ის უზრუნველყოფს, იყოს ადამიანი უფრო მეტი, ვიდრე უბრალოდ სოციალური ცხოველია. თავად...

"ჩვენ და ჩვენი ეკონომიკა" - შეხვედრა ლექსო ალექსიშვილთან
ლეტერატოს აპრილის სტუმარი გახლდათ ლიდერი საერთაშორისო საკონსულტაციო ფირმის PMCG-ს დამფუძნებელი, ეკონომისტი, ეკონომიკისა და ფინანსთა...

ჩვენი მოსწავლეების ონლაინ ჟურნალი
ლეტერატოს მოსწავლეების ონლაინ ჟურნალი "მატრიცა" აქტუალურ თემებს შეეხება, ხოლო მოზარდები პრაქტიკაში სწავლობენ, თუ როგორ ფუნქციონირებს რედაქცი

მოზარდები და ურთიერთობა სამართალდამცავ უწყებებთან
თებერვლის თვეში ადვოკატს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სპეციალიზაციით და სისხლის სამართლის მაგისტრს რევაზ აჭარაძეს ვუმასპინძლეთ თემით...

ადამიანის უფლებები - გენდერული თანასწორობა
ბლოგერი და ადამიანის უფლებების სპეციალისტი ნინო სუხიაშვილი სტუმრად ლეტერატოში გენდერული თანასწორობის საკითხებზე სასაუბროდ

პანდემია, სტრესი და მე - მოზარდი
ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოლოგი, პროფესორი ნატა მეფარიშვილი ლეტერატოს მოსწავლეებს სტრესთან გამკლავებაზე ესაუბრა

როგორ შევქმნათ ინოვაცია
ჩვენს მოსწავლეებთან შესახვედრად მოვიწვიეთ ახალგაზრდა ინჟინერი გერმანიიდან ელენე მამალაძე ძალზე აქტუალური თემით „როგორ შევქმნათ ინოვაცია“....

როგორ ვწეროთ უკეთ
24 და 25 ოქტომბერს ჩვენი მოსწავლეების სტუმარი გახლდათ ფილოლოგი, ჟურნალისტი და ჟურნალ „სითის“ რედაქტორი ნინო გველესიანი, თემით „გადმოიტანე...

შეხვედრა "იუნისეფთან"
19 ივნისს ლეტერატოს მოსწავლეებს გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენელი საქართველოში დოქტორ ღასან ხალილი შეხვდა ონლაინ ლექციით...

ლიდერები და მხარდამჭერები
ჩვენმა მოწვეულმა სპიკერმა თინათინ რუხაძემ მაისში ჩვენი მოსწავლეებისათვის ლიდერებსა და მათ მხარდამჭერებზე ონლაინ სემინარი გამართა. თინათინ...

ვლოგები მოზარდებისთვის
პანდემიის პერიოდში მოზარდებისთვის იზოლაციის შესამსუბუქებლად წამოვიწყეთ სოციალური პროექტი, სადაც ჩვენი პედაგოგები და მოსწავლეები მოზარდებს...

დიკენსის შობა
შაბათს, 25 იანვარს შევეცადეთ საშობაო განწყობა გაგვეხანგრძლივებინა. პლედებით, ცხელი სასმელითა და დიკენსის „საშობაო სიმღერით“ მთარგმნელ...

ფარჯიანის გამოფენაზე
ხელოვნების ისტორიის ჩვენმა პედაგოგმა სოფიო გოზალიშვილმა მოსწავლეებს ირაკლი ფარჯიანის შემოქმედება გააცნო. გასვლითი კლასი გალერეა "ბაიაში"...

მოზარდები და ფსიქოლოგია
საახალწლო შეხვედრაზე მშობლებთან ფსიქოლოგ გაგა ნიჟარაძეს ვუმასპინძლეთ. სტუმარმა მოზარდებზე და თინეიჯერობის გამოწვევებით აღსავსე პერიოდზე...

პროფესია მსახიობი
ჩვენი პროექტი „მშობლები შვილებს!“ რეგულარულად ჩვენსავე მშობლებს მასპინძლობს, რომელთა შორის ბევრი ადამიანია, რომელიც მთელი გულით...

შეხვედრა ფსიქოლოგთან
თვითშეფასების პრობლემა მოზარდებში ძალზე აქტუალურია. სწორედ ამიტომ 26 ოქტომბერს ჩვენთან ფსიქოლოგი, გეშტალტ თერაპიის ასოცირებული წევრი...

შეხვედრა დათო თურაშვილთან
ნოემბერში ყველასათვის საყვარელი მწერალი დათო ტურაშვილი გვესტუმრა, რომლის ნაწარმოებებსაც ჩვენი მოსწავლეები სიხარულით კითხულობენ. მწერალი...

კლიმატის ცვლილებები
19 ოქტომბერს გერმანელი დიპლომატი კატარინა დერკორნი ლეტერატოში გვეწვია. „ჩვენი პლანეტა და კლიმატის ცვლილებები“ - ასეთი იყო მისი შეხვედრის...

ექსკურსია ნაკრძალში
ყოველ წელს გვიან გაზაფხულზე ექსკურსიაზე მივემგზავრებით, რომ ჩვენმა მოსწავლეებმა ერთმანეთი უკეთ გაიცნონ, მეტი შეიმეცნონ და ახალი...

შეხვედრა ჟურნალისტთან
11 მაისს ჩვენი მოსწავლეები ამერიკელი ჟურნალისტს, რამდენიმე წიგნის ავტორსა და მოგზაურს შეხვდნენ. ნინა წერს ისეთი ცნობილი მედია...

საბავშვო ანთოლოგია
ქარჩხაძის გამომცემლობამ საბავშვო მოთხრობების ანთოლოგიის ორი ახალი ტომი გამოსცა. მათგან ერთი - „მსოფლიო საბავშვო მოთხრობის ანთოლოგია“ -...

ვიზიტი ტექნოპარკში
14 აპრილს ჩვენი ინოვატორები და მომავალი ბიზნეს ლიდერები ტექნოპარკს ეწვივნენ. ტურის შერჩევა სულაც არ ყოფილა შემთხვევითი. მოზარდები ჩვენთან...

შეხვედრა "იუენ ვიმინთან"
ჩვენი მარტის სტუმარი გახლდათ ერიკა კვაპილოვა - გაეროს ქალთა ორგანიზაციის ხელმძღვანელი საქართველოში. მასთან ერთად თანამედროვე...

გზავნილი მომავალში
ჩვენი პროექტი „მშობლები შვილებს!“ რეგულარულად ჩვენსავე მშობლებს მასპინძლობს, რომელთა შორის ბევრი ადამიანია, რომელიც მთელი გულით...

გასვლითი კლასი
გვჯერა, რომ ჩვენი ხელოვნების ისტორიის მოსწავლეებისათვის მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება ახლოს მივიყვანოთ ისინი შემოქმედთან, ავტორთან....

ინოვაცია 101
ტექნოლოგიების ევანგელისტის, ISET-ის მოწვეული ლექტორისა და საქართველოში Google-ს გლობალური პროგრამების WomenTechmakers-ისა და GDG-ს...

შეხვედრა თეონა დოლენჯაშვილთან
1 თებერვალი წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღეა! ტრადიციისამებრ ჩვენც შევუერთდით ამ განსაკუთრებულ ღონისძიებას და ამ დღეს უკვე ჩვენი...

სტუმრობა აშშ-ს საელჩოდან
25 იანვარს აშშ საელჩოს კულტურის ატაშე, დოქტორ ჯულიუს ცაი გვეწვია. მისგან ბავშვებმა სწავლის გაგრძელებისა და მომავლის დაგეგმვის შესახებ...

საახალწლო წვეულება 2019
როგორც წესი, ჩვენ დღესასწაულებზე ვაჩვენებთ ჩვენს მოსწავლეებს, რამდენად გვიყვარს და როგორ გვინდა, იმხიარულონ. წელსაც მათ უკვე ტრადიციად...

სემინარი "კვლევა და ანალიზი"
კრიტიკული აზროვნების კლასებში ბავშვებთან ერთად ინტენსიურად ვმუშაობთ რიცხვებთან ურთიერთობასა და მათ ანალიზზე, იმისთვის, რათა მოსწავლეები...

პროექტი "მშობლები შვილებს"
ჩვენ რიგებში ბევრი წარმატებული მშობელია, რომელიც ძალიან სასარგებლო და საინტერესო საქმით არის დაკავებული. ამ კონტექსტში გადავწყვიტეთ...

რომან კაკულიას ლექცია
3 ნოემბერს ჩვენი სპიკერი გახლდათ საქართველოს პარლამენტის წევრი, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე...

აკაკი ხელაძის მასტერკლასი
20 ოქტომბერს ჩვენი სტუმარი გახლდათ საქართველოს ბანკის უნივერსიტეტის რექტორი, დოქტორი აკაკი ხელაძე, რომელმაც ჩაატარა ინტერაქტიული მასტერ...

მასტერკლასი გოგონებისთვის
ქალები მეცნიერებაში - WiSci მეხუთე საერთაშორისო ბანაკი გოგონებისთვის საქართველოში წელს პირველად ჩატარდა აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის...

გამოფენა გაყიდვა
ხელოვნების ისტორიის კლასებზე წლის განმავლობაში სხვადასხვა ჟანრისა და მიმდინარეობის მიხედვით შექმნილი საკმაოდ ბევრი ნამუშევარი...

გუნდურობის მასტერკლასი
კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარების გასაუმჯობესებლად ნათია მაზიაშვილი - კლინიკური ფსიქოლოგიის მაგისტრი, სერტიფიცირებული...

წიგნის ფესტივალი
თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე მოსწავლეებმა ქართველ მსახიობებთან ერთად ჩვენი პროგრამული მასალიდან თავიანთი საყვარელი...

ხელოვნური ინტელექტი
26 მაისს „ლეტერატოს“ ეწვია სპიკერი და ლექტორი გიორგი მამალაძე, რომელმაც ისაუბრა თემაზე „ადამიანებისა და კომპიუტერების ენები: მსგავსებები...

ვიზიტი გარიყულაში
6 მაისს ჩვენს მოსწავლეებთან ერთად "არტ ვილა გარიყულას" გამოფენას ვეწვიეთ დასკვნით ღონისძიებაზე. დავათვალიერეთ ძალიან საინტერესო...

ჩვენ წიგნიერებისთვის
ჩვენი მოსწავლეები წელს წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე ქართველ მსახიობებთან ერთად საყვარელ ნაწარმოებებს წარმოადგენენ და თანატოლებში...

სტუმრობა მწერალთა სახლში
მწერალთა სახლს ანა კალანდაძის ლექსების რუსულენოვანი თარგმანის გასაცნობად ვეწვიეთ. კიდევ ერთხელ გავიხსენეთ მისი გასაოცარი ლექსები მაია...

კლასი ინგლისურად
2018 წლის 4 აპრილიდან ვიწყებთ კრიტიკული აზროვნების 3 თვიან კურსს ინგლისურ ენაზე IX-XII კლასის მოსწავლეებისათვის. კურსის ამოცანაა...

წიგნის კითხვის მსოფლიო დღე
მოსწავლეებმა საყვარელი ნაწარმოებებიდან სხვადასხვა ეპიზოდი წაგვიკითხეს. ჯანი როდარი, ერიხ მარია რემარკი, ერიკ ემანუელ შმიდტი, ჯოან...

გასვლითი გაკვეთილი
მოგზაურობა წიგნების სამყაროში „თითოეულ წიგნს, თითოეულ ტომს თავისი სული აქვს. იმ ადამიანის სული, ვინც ის დაწერა, იმ ადამიანების სული, ვინც...

საახალწლო წვეულება
დღესასწაულებზე, როგორც წესი, მოსწავლეები გვაჩვენებენ, რა ისწავლეს ამ ხნის განმავლობაში, რა შეუძლიათ და რით შეიძლება გაგვახარონ. რა...

შეხვედრა სანდროსთან
განათლების მიღებასთან ერთად ბავშვები თანადგომას, ქველმოქმედებას, მეგობრობას, თანაგრძნობას სწავლობენ. სანდრო ქანთარია ჯერ მხოლოდ 11...

გასვლითი გაკვეთილი ძველ თბილისში
ერთად გავეშურეთ საინტერესო მოგზაურობაში: დავათვალიერეთ თბილისის ისტორიული ნაწილი. ვისაუბრეთ თბილისის დაარსებაზე, ქალაქის ისტორიაზე....

ჩვენ და სამყარო
"ლეტერატოს" ფილოსოფოსი ლევან ღამბაშიძე ეწვია. რომელია მთავარი კითხვები სამყაროს შემეცნებისას? რა არის ფილოსოფია? სად მთავრდება ცოდნა და...