საუბრები ლიტერატურაზე

1 ივნისს ბავშვთა დაცვის დღესთან დაკავშირებით ლეტერატომ ღონისძიება „საუბრები ლიტერატურაზე“ გამართა, რომლის ფარგლებშიც ლეტერატოს მოსწავლეებმა ისაუბრეს წიგნებზე, რაც წლის განმავლობაში ჩვენთან გაიარეს.
ღონისძიება „ბიბლუსთან“ თანამშრომლობით ჩატარდა. შეხვედრაზე სიმბოლურად გაიყიდა ბილეთები, ხოლო შემოსული თანხა სრულად გადაერიცხა დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების დახმარების ფონდს.
შეხვედრაზე მოზარდება წარადგინეს ისეთი მარადიული ტექსტები, როგორიცაა გოეთეს „ფაუსტი, მიმოიხილეს ჯემალ ქარჩხაძის „იგი“, გურამ რჩეულიშვილის მოთხრობები, მარგარეტ ეტვუდის „მხევლის წიგნი“ და სხვა.