ჩვენ შესახებ

ლეტერატო — აკადემია მოზარდებისთვის

სივრცე აზროვნების თავისუფლებისთვის

ლეტერატო არის ადგილი, სადაც მოზარდი სწავლობს ფიქრს არა დამახსოვრების ან ზეპირად დასწავლის წყალობით, არამედ შეკითხვების დასმითა და პასუხების ძიებით. აქ მსჯელობა, საკუთარი აზრის დაცვა და სხვისი მოსმენა ყოველდღიურობაა.

1

რას ვაკეთებთ

ვასწავლით არა რას იფიქრო, არამედ როგორ იფიქრო

2017 წლიდან ვეხმარებით მოზარდებს, გაიფართოონ თვალსაწიერი და ივარჯიშონ იმაში, რასაც სკოლა ხშირად ვერ ასწავლის: არგუმენტირებულ მსჯელობაში, კრიტიკულ აზროვნებასა და საკუთარი თავის გამოხატვაში. აქ მოზარდი უმეგობრდება წიგნს და სწავლობს ტექსტის ღრმად გააზრებას — არა უბრალოდ წაკითხვას, არამედ იმის დანახვას, რაც სტრიქონებს მიღმაა.

2

როგორ ვასწავლით

განათლება, როგორც თავგადასავალი

ჩვენი სასწავლო პროცესი ინოვაციურ, ინტერაქტიულ მეთოდოლოგიას ეყრდნობა. სწავლება მიმდინარეობს ქეისებით, როლური თამაშებით, სახალისო შეჯიბრებებით, საინტერესო ადამიანებთან შეხვედრებითა და თითოეულ მოსწავლესთან ინდივიდუალური მიდგომით.

პრინციპი მარტივია: მოზარდმა მიიღოს მაქსიმალური ინფორმაცია და ამავდროულად მიეცეს სტიმული, თავად მოიპოვოს მეტი ცოდნა, დასვას მეტი კითხვა. თითოეული მოდულის მიმდინარეობისას მოზარდი სწავლობს ინფორმაციის დამუშავებას დაკვირვებითა და ანალიზით, ფაქტების სინთეზს, არგუმენტირებულ მსჯელობასა და საკუთარი აზრის სწორად კომუნიკაციას.

3

რა გვხდის განსხვავებულს

ჩვენთან მოზარდი პროცესის მთავარი გმირია

ვმუშაობთ მცირე ჯგუფებში, სადაც თითოეულ მოზარდს ინდივიდუალური მიდგომა და ჩაღრმავებული სწავლება ხვდება — ისეთი, რომელსაც ვერცერთი მასობრივი პროგრამა ვერ ჩაანაცვლებს. ეს ფაქტობრივად ექსკლუზიური ფორმატია: მას თითქმის არავინ სთავაზობს მოზარდებს იმ დამატებით აქტივობებთან ერთად, რაც ხელს უწყობს მათ განვითარებას, როგორიცაა ონლაინ ჟურნალის გამოშვება, პოდკასტების ჩაწერა ან მენტორობის პროგრამა.

4

როგორია აქ

თავისუფლება, რომელსაც პასუხისმგებლობა ასწავლის

მოზარდი აქ არა მხოლოდ ჭკვიანდება, არამედ იზრდება — პოულობს საკუთარ ხმას, სწავლობს თანადგომას, იძენს მეგობრებს. ჩვენი გარემო თავისუფლებაზეა აგებული, ერთი მარტივი წესით: ჩემი თავისუფლება იქ მთავრდება, სადაც შენი იწყება. პატივისცემა, მხარდაჭერა, ინტელექტუალური პაექრობა: სწორედ ეს გარემო ავითარებს ანალიტიკურ აზროვნებას — ეფექტური გადაწყვეტილებების საფუძველს.

5

რისი გვჯერა

ვმსჯელობთ იდეებზე, არა — ადამიანებზე

გვჯერა, რომ ყველა მოზარდს აქვს პოტენციალი და საკუთარი გზა. პატივს ვცემთ აკადემიის თითოეულ წევრს და ჩვენს საქმედ იმას მივიჩნევთ, რომ თითოეულმა იპოვოს თავისი ხმა, თავისი ძალა და თავისი მიმართულება.

6

ვისთვის

ყველა მოზარდისთვის, ვისაც განვითარება სურს

VI–XII კლასის მოზარდებისთვის, ორ ასაკობრივ საფეხურად.

გაიგეთ მეტი კურსის შესახებ

კურსი