სიაში დაბრუნება

UNICEF ლეტერატოში

UNICEF ლეტერატოში

მაისში ლეტერატომ გაეროს ბავშვთა ფონდს (UNICEF) უმასპინძლა, რომლის სოციალური პოლიტიკის ოფიცერი ნინო დავითაშვილი მოხალისეობრივი საქმიანობისა და ამ გზით შესაძლებელი პოზიტიური ცვლილებების საკითხებს შეეხო.


ჩვენ მაქსიმალურად ვუწყობთ ხელს, მოზარდებმა ჩვენთან არა მარტო ცოდნა მიიღონ და თვალსაწიერი გაიფართოვონ, არამედ დაფიქრდნენ სხვაზე ზრუნვაზეც და საზოგადოებრივ ცხოვრებაში წვლილის შეტანაზეც. მოხალისეობა სწორედ ამას გულისხმობს და სემინარიც ამ მიზანს ემსახურებოდა.

შეხვედრაზე მოზარდებს საშუალება ჰქონდათ ვორქშოფის ფარგლებში ნინოს დახმარებით მოხალისეობრივი საქმიანობის პროექტები შეექმნათ, სადაც UNICEF-ის სტანდარტებით იხელმძღვანელეს.