სიაში დაბრუნება

შეხვედრა მწერალთან

შეხვედრა მწერალთან

ივნისის თვეში მწერალ გაბრიელ ტანიეს ვუმასპინძლეთ, რომლის მრავალფეროვან შემოქმედებასაც ჩვენი მოსწავლეები იცნობენ ნაწარმოებით „ქანაანის შვილები“.

შეხვედრის განმავლობაში მოზარდებმა უფრო ახლოს გაიცნეს მწერალი და მისი სამყარო; მოისმინეს, რას ნიშნავს მისთვის წერა, როგორ იბადება ლიტერატურული ტექსტი და რა ძალა აქვს ლიტერატურას. ავტორმა საკუთარ ცხოვრებისეულ გამოცდილებაზეც ისაუბრა, ხოლო მოსწავლეებმა მწერალს „ქანაანის შვილებიდან“ თავიანთი საყვარელი მონაკვეთები გაუზიარეს.