top of page

wigniereba da kritikuli azrovneba inglisurad

კურსის მიზანია დაეხმაროს უფროსკლასელებს განავითარონ ფაქტებზე დაფუძნებული, ობიექტური და ანალიტიკური აზროვნების უნარები, პრობლემის გადაჭრის კომპლექსური უნარ-ჩვევები სხვადასხვა ცნების ანალიზის მეშვეობით, ინფორმირებული გადაწყვეტილებების მისაღებად ინგლისურ ენაზე.
 

პროგრამა ორიენტირებულია უფროსკლასელების მომზადებაზე წამყვან საერთაშორისო უნივერსიტეტებში სწავლისთვის. პროგრამის დასრულებისას გაიცემა სერტიფიკატი.

კურსი ორიენტირებულია არა მხოლოდ ინგლისური ენის ცოდნის, არამედ სტუდენტებში შემდეგი უნარებისა და კომპეტენციების გამომუშავებაზე:
 

  • აკადემიური მსჯელობა ინგლისურ ენაზე

  • დაკვირვება, ობიექტურობა და საკუთარი აზრის დაცვა

  • ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნება

  • რელევანტურობის განსაზღვრა და არგუმენტის ფორმირება ინგლისურ ენაზე

  • გუნდში მუშაობა და თანამშრომლობა

  • რთულ პრობლემებთან გამკლავებისა და დასკვნების გაკეთების უნარები

  • თვითანალიზიინტელექტუალური გამძლეობა და მოტივაცია

 

მოსწავლეები წაიკითხავენ ინგლისურ ენაზე ნაწარმოებებს, გააუმჯობესებენ ტექსტის გააზრების უნარებს, გაანალიზებენ ამა თუ იმ ცნებას სხვადასხვა პერსპექტივიდან, მიიღებენ რთულ გადაწყვეტილებებს და გაიგებენ, თუ როგორ ეხმარება ადამიანს ტექსტები და კრიტიკული აზროვნება რეალურ ცხოვრებაში. ისინი უკეთ გაიცნობენ საკუთარ თავს, გაიაზრებენ თავიანთი გადაწყვეტილებების მიზეზ-შედეგობრივ კავშირებს და გაიუმჯობესებენ კომუნიკაციის უნარებს საზოგადოებაში უკეთ ინტეგრაციისათვის. პარალელურად, მოზარდები გაიუმჯობესებენ ინგლისური ენის ცოდნას  - აზრის უკეთ ჩამოყალიბებისა და გამოხატვის კუთხით.
 

სწავლებისა და სწავლის მეთოდოლოგია
 

სწავლება მიმდინარეობს მცირე ჯგუფებში, თითოეულ მოზარდთან ინდივიდუალური მიდგომით.

 

ინტერაქტიული სესიები, ცნობილი ნაწარმოებები, ქეისები, როლური თამაშები, მაგალითები, ბრეინსტორმინგი, კრიტიკული აზროვნების სავარჯიშოები, დისკუსიები, დებატები, პრეზენტაციები, ახალი ამბების ანალიზი - ეს ყველაფერი მხოლოდ ინგლისურად, სიღრმისეული სწავლებითა და ამერიკელი პედაგოგების დახმარებით.

სასწავლო მასალები მოიცავს სხვადასხვა სფეროსა და დისციპლინას, როგორიცაა:
 

  • პოლიტიკა და ეკონომიკა

  • ფილოსოფია და ეთიკა

  • ლიტერატურა

  • ხელოვნება, მედია და კულტურა

  • მენეჯმენტი და ბიზნესი

  • პიროვნება და ადამიანის უფლებები

  • ფსიქოლოგია და სოციოლოგია
     

კურსს გაუძღვებიან პედაგოგები აშშ-დან სწავლების მდიდარი გამოცდილებით.

DSCF0688.jpg

მოსალოდნელი შედეგები
 

მოზარდები მიიღებენ ხარისხიან განათლებას და ამ კურსის დასრულების შემდეგ, გამოიმუშავებენ ისეთ უნარებს, როგორიცაა:
 

  • ინგლისურ ენაზე თავისუფლად აზროვნება და აკადემიური მსჯელობა

  • ფაქტზე დაფუძნებული არგუმენტაცია

  • ინგლისურ ენაზე ოპონირება, დებატირება და პრეზენტირება

  • საკითხის სიღრმისეული ანალიზი ჭეშმარიტების დადგენამდე, ან გააზრებამდე, რომ აქ ჭეშმარიტების პოვნა შეუძლებელია

  • არასტანდარტული აზროვნება

  • პრობლემების გადაჭრა და რთული გადაწყვეტილებების მიღება

  • თანამშრომლობა და გუნდური მუშაობა

მეცადინეობები ტარდება კვირაში ორჯერ. თითოეული მეცადინეობის ხანგრძლივობაა 1.5 საათი. სრული კურსი მოიცავს პერიოდს 1 ოქტომბრიდან 30 ივნისის ჩათვლით.

პროგრამა განსაზღვრულია 13-დან 18 წლამდე ასაკის მოსწავლეებისათვის. კურსზე მიღება ხდება გასაუბრების მეშვეობით. მოსწავლის ინგლისური ენის დონე უნდა აკმაყოფილებდეს მინიმუმ B1-ის დონეს.

 

ჯგუფში ბავშვების რაოდენობაა 8-12 მოსწავლე.

კურსის ღირებულებაა 350 ლარი თვეში. საფასურში შედის დამატებითი შეხვედრები მოწვეულ საინტერესო სპიკერებთან.

კურსის დასრულებისას გაიცემა სერტიფიკატი. საუკეთესო სტუდენტები მიიღებენ რეკომენდაციას უნივერსიტეტებში წარსადგენად.

Lett Square.png
bottom of page