lela sisauri
ლელა სისაური მრავალი წლის განმავლობაში ცხოვრობდა დიდ ბრიტანეთში და ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას. აქვს მიღებული მრავალმხრივი განათლება, ფლობს ინგლისური ენის პედაგოგის საერთაშორისოდ აღიარებულ დიპლომს, დამთავრებული აქვს ლონდონის იურიდიული სკოლა BPP Law School და ლონდონის გოლდსმიტის უნივერსიტეტი სოციოლოგიური ანთროპოლოგიის მიმართულებით.
ლელა სისაური თითქმის 20 წლის მანძილზე ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას ბრიტანეთში, ასწავლიდა სხვადასხვა ასაკის მოსწავლეებს და მისი პედაგოგიური გამოცდილებაც ძალზე მრავალფეროვანია. ის გახლდათ როგორც მათემატიკის, აგრეთვე ინგლისურის, მეცნიერების, ხელოვნებისა და კრიტიკული აზროვნების მასწავლებელი. განხორციელებული აქვს არა ერთი კრეატიული და ინოვაციური პროექტი მოზარდებისათვის როგორც კერძო, ასევე სახელმწიფო სკოლებში ბრიტანეთში.
პარალელურად ლელას აქვს მენეჯერულ პოზიციებზე მუშაობის გამოცდილებაც. სხვადასხვა დროს იგი გახლდათ პროექტების მენეჯერი კუვეიტის სამეფო ოჯახის ლონდონური რეზიდენციის შესაქმნელად, იყო პიროვნული განვითარების განყოფილების უფროსი Riverston School ლონდონში. იგი მუშაობდა იურისტის თანაშემწედ, მედია მრჩევლად კულტურისა და ანთროპოლოგიის საკითხებში და სხვა.
ლელა სისაური ჩვენი ინგლისურენოვანი კრიტიკული აზროვნების კლასის პედაგოგია. მისი მრავალფეროვანი განათლება და გამოცდილება მოზარდებს კიდევ უფრო მეტს შესძენს, თვალსაწიერის გაფართოების, გლობალურ სამყაროში ინტეგრირების, კულტურული მრავალფეროვნების და აზროვნების განსხვავებული სტილის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.