top of page

ratom leterato

ჩვენს მოსწავლეებს უხარიათ ჩვენთან მოსვლა!

აკადემიის სასწავლო პროცესი აგებულია სრულიად ინოვაციურ  მეთოდოლოგიაზე და ეყრდნობა ინტერაქტიულ სისტემას

ადამიანის აზროვნების თავისუფლება ყველაზე კარგად თავისუფალ გარემოში ხორციელდება. სწორედ ამიტომ ჩვენი გარემო მოზარდების მაქსიმალურ თავისუფლებას ითვალისწინებს. თუმცა, ჩვენს მოსწავლეებს გათავისებული აქვთ, რომ ჩვენი თავისუფლება მთავრდება იქ, სადაც სხვისი იწყება. ეს კი ურთიერთპატივისცემის დასაბამია.

ჩვენ ვთვლით, რომ თითოეულ მოსწავლეს აქვს პოტენციალი, მოიპოვოს საჭირო ცოდნა და უნარები, მიაღწიოს განსაკუთრებულ წარმატებას იმ სფეროში, რომელიც მის პოტენციალს შეესაბამება და გახდეს საზოგადოების  ღირსეული წევრი. სხვადასხვა პროექტის განხორციელებით, მოზარდების თვითგამოხატვის წახალისებით, ჩვენ ხელს ვუწყობთ მოსწავლეების მისწრაფებას თვითრეალიზაციისკენ, რაც მათი ბედნიერების საწინდრად მიგვაჩნია.

ჩვენ პატივს ვცემთ აკადემიის თითოეულ მონაწილეს და კეთილსინდისიერად ვეპყრობით თითოეულ მათგანს. შესამაბისად, ჩვენი სივრცე გულისხმობს იდეების და არა პიროვნებების გარშემო მსჯელობას, იმ ფილოსოფიის პრაქტიკაში გატარებას, რომ ყველა ადამიანი პატივისცემას იმსახურებს.

35_edited_edited_edited.jpg
12-min_edited_edited.jpg

აკადემიის სასწავლო პროცესი აგებულია სრულიად ინოვაციურ  მეთოდოლოგიაზე და ეყრდნობა ინტერაქტიულ სისტემას. სწავლება მიმდინარეობს

  • ქეისებით

  • როლური თამაშებით

  • სახალისო შეჯიბრებებით

  • ინდივიდუალური მიდგომით თითოეულ მოსწავლესთან

  • შეხვედრებით საინტერესო ადამიანებთან
     

მეთოდოლოგიის პრინციპია, მოზარდებმა მიიღონ მაქსიმალური ინფორმაცია და ამავდროულად მიეცეთ სტიმული, თავად მოიპოვონ მეტი ცოდნა საგნების მიმდინარეობისას განხილულ საკითხებზე. ჩვენი მეთოდოლოგია ემყარება აშშ კრიტიკული აზროვნების ასოციაციის მიერ შექმნილ სისტემას, თუმცა მასალების თვალსაზრისით ასევე იყენებს სხვა მოწინავე ქვეყნების გამოცდილებასაც.

შექმნილი გარემო იძლევა როგორც მოსწავლეების თვითგამოხატვისა და საკუთარი აზრის თავისუფლად ჩამოყალიბების საშუალებას, ასევე ავითარებს ანალიტიკური აზროვნების უნარს, რაც გადაწყვეტილებების ეფექტურად მიღების საფუძველია.

 

თითოეული მოდულის მიმდინარეობის პროცესში მოზარდები სწავლობენ

  • ინფორმაციის დამუშავებას მოვლენებზე დაკვირვებისა და ინფორმაციის ანალიზის შედეგად

  • ფაქტების სინთეზს

  • არგუმენტირებულ მსჯელობას

  • საკუთარი აზრის სწორად კომუნიკაციას.

Letterato Logo
bottom of page