კურსი ემსახურება არა მხოლოდ ზოგადი განათლების მიწოდებას, არამედ მოზარდებში ბუნებრივი ცნობისმოყვარეობის აღძვრასა და ისეთი უნარების განვითარებას, როგორიცაა
-
ანალიტიკური უნარები
-
ობიექტური, ფაქტებზე დაფუძნებული აზროვნებისა და გადაწყვეტილების მიღების უნარები
-
წარმოსახვის უნარი
-
მონაცემებთან მუშაობის უნარი
-
ლოგიკური აზროვნება
-
რთულ პრობლემებთან გამკლავების უნარი
-
შემოქმედებითი მიდგომების აღმოჩენისა და გამოყენების უნარი
წიგნიერების კლასი
კლასი მიმდინარეობს ინტერაქტიულ რეჟიმში, სახალისო, გასართობი ფორმატით, სადაც მთავარი გმირი არის მოსწავლე.
კლასი ავითარებს კითხვის უნარ-ჩვევებს, აუმჯობესებს ანალიტიკურ, წარმოსახვისა და შემოქმედებით უნარებს, და, რაც მთავარია, ცვლის წიგნის მიმართ მოზარდის დამოკიდებულებას პოზიტიურისკენ.
საგნის მთავარი უპირატესობა არის სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფებისათვის სწორად შერჩეული, ხარისხიანი, მაგრამ მათთვის აქტუალური ლიტერატურა.
აკადემიის უნიკალური მიდგომა უზრუნველყოფს, რომ თითოეულ მოსწავლეს ქეისური მეთოდით გაუღვივოს ინტერესი კონკრეტული წიგნის შესახებ და გაზარდოს მისი ჩართულობა სასწავლო პროცესში.
სასწავლო წლის განმავლობაში მოსწავლეები შეისწავლიან ოცამდე ნაწარმოებს მსოფლიო ლიტერატურის კლასიკიდან და თანამედროვე ლიტერატურის შედევრებიდან.
ლეტერატოს გუნდი ვამაყობთ, რომ ჩვენთან მოსული მოსწავლეების აბსოლუტური უმრავლესობისთვის წიგნი ყოველდღიურობა ხდება. ჩვენს მოსწავლეებს აღარასოდეს სჭირდებათ კითხვის დაძალება. ჩვენი დახმარებით ბავშვები აბიჯებენ იმ ჯადოსნურ სამყაროში, რასაც ლიტერატურა ჰქვია.
კრიტიკული აზროვნების კლასი
დღევანდელ სამყაროში, სადაც ინფორმაციის ულევი ნაკადი უამრავი სხვადასხვა არხიდან მოედინება, ხოლო კონკურენცია სულ უფრო მზარდია, საუკეთესო გადაწყვეტილების მიღებისა და ადამიანის წარმატებისთვის ძალზე მნიშვნელოვანია ობიექტური ანალიზის უნარი, ინტელექტუალური გამბედაობა და ფაქტებზე დაფუძნებული მსჯელობა. ეს კურსი მოზარდებში სწორედ ამ უნარების განვითარებას ემსახურება. კლასის მსვლელობისას მოზარდებს შევასწავლით
-
ლოგიკის საფუძვლებს
-
ობიექტური, ფაქტებზე დაფუძნებული აზროვნების საფუძვლებს და დამოუკიდებლად მსჯელობას
-
პრეზენტაციისა და დარწმუნების უნარებს
-
გამოცდილების, დაკვირვების ან კომუნიკაციის შედეგად ინფორმაციის ანალიზს
-
ინფორმაციის ხარისხის განსაზღვრას, მის დამუშავებას, გამოყენებას
-
ფაქტებზე დაყრდნობით საკუთარი აზრის ჩამოყალიბებასა და სწორი შეფასების გაკეთებას
აღნიშნული საგანი ეხმარება მოზარდებს ისეთი თვისებების განვითარებაში, როგორიცაა:
-
სხარტად აზროვნება
-
ობიექტურად აზროვნება
-
სიღრმისეული ანალიზის უნარი
-
სხვადასხვა ტიპის პრობლემების ეფექტურად გადაჭრა
-
ლიდერობა
-
ინტელექტუალური ემპათია და გამბედაობა
-
საკითხისდამი შემოქმედებითი მიდგომა
-
საჯარო გამოსვლის უნარი
-
განსხვავებული აზრის მიღებისა და არგუმენტირებული დებატის უნარი
საგანი მიმდინარეობს ძირითადად ქეისებისა და სავარჯიშოების დახმარებით, სადაც ყოველი კონკრეტული შემთხვევა არგუმენტირებული მსჯელობის საგანია.
სწავლება გაჯერებულია ლოგიკური ამოცანებით და იშველიებს ისეთ მეთოდებსაც, როგორიცაა როლური თამაშები და სიმულაციები და ეყრდნობა საერთაშორისო გამოცდილებას. ყოველი თემის დასრულების შემდგომ იმართება დებატები.
წიგნიერების კლასი კრიტიკული აზროვნების კლასთან ერთად წარმოადგენს ერთ სრულ მოდულს, რათა უზრუნველვყოთ მოზარდის სწორი განვითარება.
მეცადინეობები ტარდება კვირაში ორჯერ. თითოეული მეცადინეობის ხანგრძლივობაა 1.5 საათი.
პროგრამა შედგება ორი საფეხურისგან - პირველი და მეორე დონე. პირველი დონე განსაზღვრულია მე-6-მე-8 კლასის მოსწავლეებისათვის და მისი ხანგრძლივობაა 3 წელი. მეორე დონე განსაზღვრულია მე-9 - მე-12 კლასის მოსწავლეებისათვის და მისი ხანგრძლივობაა 4 წელი.
ჯგუფში ბავშვების რაოდენობაა 8-12 მოსწავლე.
კურსის ღირებულებაა 290 ლარი თვეში. საფასურში შედის წიგნები და დამატებითი შეხვედრები მოწვეულ საინტერესო სპიკერებთან.