viziti saokupacio xazTan
- 2letterato
- Dec 20, 2025
- 1 min read

წიგნიერების პოპულარიზაციის მიზნით, დეკემბერში ლეტერატოს მოსწავლეებთან ერთად საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ აძვის სკოლას ვესტუმრეთ.
სკოლას საჩუქრად წიგნები გადავეცით, ხოლო ჩვენმა მოსწავლეებმა თანატოლებს თავიანთი საყვარელი ნაწარმოებები გააცნეს და წერილებიც გაუზიარეს — შეხვედრა სითბოთი, ინტერესით და გულწრფელი საუბრებით იყო სავსე.
ხელოვნურად შექმნილი საზღვრის სიახლოვე მძიმე განცდებს იწვევს, თუმცა ახალგაზრდების სიყვარული ლიტერატურის, ხელოვნების, ბუნების მიმართ ამ რეალობას ნათელ და იმედისმომცემ კონტრასტად უპირისპირდება. შეხვედრის ბოლოს მოზარდები დარწმუნდნენ, რომ გაცილებით მეტი აქვთ საერთო, ვიდრე წარმოედგინათ.




Comments