leteratos axalgazrduli konferencia
- Mar 8
- 1 min read

დედისა და ქალთა საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, „ლეტერატო“ ტრადიციას არ ღალატობს და წელსაც, 8 მარტს, ახალგაზრდულ კონფერენციაზე მშობლებსა და მოსწავლეების მეგობრებს უმასპინძლა.
ლეტერატოს ახალგაზრდულ კონფერენციაზე ჩვენმა ბავშვებმა სრულიად სხვა რაკურსით დაგვანახეს საკუთარი თავი და თავიანთი შესაძლებლობები. შთამბეჭდავი იყო, როგორ თავდაჯერებულად და სიღრმისეულად მსჯელობდნენ ახალგაზრდები მოტივაციასა თუ თავისუფლებაზე, სხვადასხვა ლიტერატურულ ნაწარმოებებსა თუ პიროვნულ განვითარებაზე. განსაკუთრებით სასიხარულო იყო მშობლების ჩართულობა და ის ერთიანი ენერგია, რაც დარბაზში სუფევდა. ასეთ ღონისძიებებზე მშობლებს აქვთ შესაძლებლობა, პრაქტიკაში იხილონ ის, რასაც ბავშვები ჩვენთან სწავლობენ.




Comments