top of page

seminari: ar iswavlo pasuxebi

  • Apr 19
  • 1 min read

Updated: 16 minutes ago

აპრილის სტუმარი გახლდათ ადამიანური რესურსების მართვისა და ორგანიზაციული განვითარების ექსპერტი მედეა ტაბატაძე თემით „არ ისწავლო პასუხები“ .


შეხვედრა თანამედროვე სამყაროში აუცილებელი უნარების განვითარებას დაეთმო. კითხვის დასმა, ინფორმაციის, ფაქტებისა და იდეების მოსმენა, გააზრება, სინთეზი და კრიტიკული ანალიზი წარმოსახვისა და ტექნოლოგიურ უნარებთან ერთად დღეს გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მშრალი ცოდნა. შეხვედრის მთავარი ღერძი სწორედ ამ უნარების მნიშვნელობის გააზრება და მათი პრაქტიკული განვითარების გზების ძიება იყო, რომელიც მედეა ტაბატაძემ ბავშვებს წარუდგინა. მოსწავლეებმა მისი დახმარებით ცოდნის მიღმა კრიტიკული ხედვისა და იდეების ერთმანეთთან დაკავშირების ძალა აღმოაჩინეს.


მედეა ტაბატაძე ლექტორი და კომპანია "ინსორსის" მმართველი პარტნიორია, ადამიანური კაპიტალის მართვისა და ორგანიზაციული განვითარების 20 წელზე მეტი გამოცდილებით.

Comments


Lett Square.png
bottom of page