შეხვედრა თანამედროვე სამყაროში აუცილებელი უნარების განვითარებას დაეთმო. კითხვის დასმა, ინფორმაციის, ფაქტებისა და იდეების მოსმენა, გააზრება, სინთეზი და კრიტიკული ანალიზი წარმოსახვისა და ტექნოლოგიურ უნარებთან ერთად დღეს გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მშრალი ცოდნა. შეხვედრის მთავარი ღერძი სწორედ ამ უნარების მნიშვნელობის გააზრება და მათი პრაქტიკული განვითარების გზების ძიება იყო