evropuli civilizaciis kulturuli memkvidreoba
- Jan 22
- 1 min read

რას მოიცავს საერთო ევროპული მემკვიდრეობა? რას ვგულისხმობთ ანტიკურობაში და როგორი იყო აღმოსავლეთ და დასავლეთ საქრისტიანოს მიმართება ანტიკურობისადმი?
იანვარში კულტურული მემკვიდრეობის ექსპერტს ნინო ჭანიშვილს ვუმასპინძლეთ, რომელმაც ამ შეკითხვებს გასცა პასუხი. მოსწავლეებთან შეხვედრისას ნინომ მიმოიხილა რენესანსი, რეფორმაცია, განმანათლებლობა და ენციკლოპედიური მუზეუმების დაბადება, რამაც ჩვენს მოსწავლეებს მისცა საშუალება, უფრო ღრმად გაეაზრებინათ ევროპული ცივილიზაციის მონაპოვარი.
ნინო ჭანიშვილი გახლავთ ბირმინგემის უნივერსიტეტის მაგისტრანტი. წლების განმავლობაში მუშაობდა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საერთაშორისო და ადგილობრივ პროექტებზე. 2017 წლიდან არის მატერიალური და არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WATCH) წევრი და კონსულტანტი. ბოლო ორი წელია ეწევა კერძო პედაგოგიურ საქმიანობასაც.




Comments