რას მოიცავს საერთო ევროპული მემკვიდრეობა? რას ვგულისხმობთ ანტიკურობაში და როგორი იყო აღმოსავლეთ და დასავლეთ საქრისტიანოს მიმართება ანტიკურობისადმი? იანვარში კულტურული მემკვიდრეობის ექსპერტს ნინო ჭანიშვილს ვუმასპინძლეთ, რომელმაც ამ შეკითხვებს გასცა პასუხი. მოსწავლეებთან შეხვედრისას ნინომ მიმოიხილა რენესანსი, რეფორმაცია, განმანათლებლობა და ენციკლოპედიური მუზეუმების დაბადება, რამაც ჩვენს მოსწავლეებს მისცა საშუალება, უფრო ღრმად გაეაზრებინათ ევროპული ცივილიზაციის მონაპოვარი....