თებერვალში გასვლითი კლასი ანაგის სახელოვნებო სივრცეში ჩავატარეთ. ჩვენი მიზანი იყო, მოზარდებისთვის გვეჩვენებინა, რომ ხელოვნება ეს მხოლოდ საგამოფენო ობიექტი როდია, არამედ ცოცხალი დიალოგი საკუთარ თავთან და სამყაროსთან. ამ მხრივ საგამოფენო დარბაზებში წარმოდგენილი ქართველი თანამედროვე მხატვრების მასშტაბური ტილოები, რომლებიც წლების განმავლობაში ევროპის კერძო კოლექციებში ინახებოდა, არაჩვეულებრივი მასალა გახლდათ. გასვლითი კლასის ბოლოს ვიმსჯელეთ ნანახსა და განცდილზე. ხელოვნების, როგორ