მხატვრობა საუკეთესო მასალაა საკუთარ გრძნობებზე დასაკვირვებლად, ემოციების გასაცნობად. სწორედ ამიტომ ჩვენი გასვლითი კლასი ვიზუალური ენის მნიშვნელობასა და მნახველსა და ნამუშევარს შორის კომუნიკაციას დაეთმო. ამ მხრივ ფელიქს ვარლამიშვილის ფერწერა განსაკუთრებულია. ის ხომ ჩვეულებრივში არაჩვეულებრივის აღმოჩენის საშუალებასაც იძლევა, თავისი უნიკალური ფერებით, უჩვეულო კომპოზიციებითა და სიმბოლიკით. ვარლას გამოფენაზე სტუმრობით ლეტერატოს მოსწავლეები არა მხოლოდ მის შემოქმედებას გაეცნენ, არამ