top of page

gasvliTi klasi: feliqs varlas vizualuri ena

  • Oct 31, 2025
  • 1 min read

მხატვრობა საუკეთესო მასალაა საკუთარ გრძნობებზე დასაკვირვებლად, ემოციების გასაცნობად. სწორედ ამიტომ ჩვენი გასვლითი კლასი ვიზუალური ენის მნიშვნელობასა და მნახველსა და ნამუშევარს შორის კომუნიკაციას დაეთმო.


ამ მხრივ ფელიქს ვარლამიშვილის ფერწერა განსაკუთრებულია. ის ხომ ჩვეულებრივში არაჩვეულებრივის აღმოჩენის საშუალებასაც იძლევა, თავისი უნიკალური ფერებით, უჩვეულო კომპოზიციებითა და სიმბოლიკით.


ვარლას გამოფენაზე სტუმრობით ლეტერატოს მოსწავლეები არა მხოლოდ მის შემოქმედებას გაეცნენ, არამედ პრაქტიკაში გამოსცადეს ვიზუალური კომუნიკაციის ძალა, რაც ემოციური ინტელექტის განვითარებას უწყობს ხელს.

Comments


Lett Square.png
bottom of page