gasvliTi klasi muzeumSi
- 2letterato
- Feb 22
- 1 min read

არაფერს ვიტყვით ახალს, თუ აღვნიშნავთ, რამდენად მდიდარია ჩვენი ქვეყანა ხელოვნებითა და კულტურით. ამის კიდევ ერთხელ გასააზრებლად ჩვენს მოსწავლეებთან ერთად ელენე ახვლედიანის სახლ-მუზეუმს ვეწვიეთ.
ჩვენი მოზარდები კიდევ უფრო ღრმად გაეცნენ მხატვრის გასაოცარ მემკვიდრეობას, მისი სტილისა და ჟანრის მრავალფეროვნებას და ბევრი ახალი შეიტყვეს ელენე ახვლედიანის შეუპოვარი ბუნების, კეთილშობილებისა და სიკეთის შესახებ, რომელზეც მუზეუმის მასპინძლებმა ძალზე საინტერესოდ გვიამბეს.
ასეთი გასვლითი კლასები ხელს უწყობს ლეტერატოელების შემეცნების სიხარულისა და შემოქმედებითი უნარების გაუმჯობესებასაც და იმ შთაბეჭდილებების დაგროვებას, რომელიც ცხოვრებას სავსესა და შინაარსიანს ხდის
Комментарии