
26 მაისს „ლეტერატოს“ ეწვია სპიკერი და ლექტორი გიორგი მამალაძე, რომელმაც ისაუბრა თემაზე „ადამიანებისა და კომპიუტერების ენები: მსგავსებები და განსხვავებები“.
ინტერაქტიული სემინარის ფაგრლებში, თვალსაჩინო მაგალითების მოშველიებით ვისაუბრეთ სემიოტიკური სამკუთხედის (semiotic triangle) კონცეფციაზე ლინგვისტიკაში, გავიაზრეთ, თუ რა არის ალგორითმი და განვიხილეთ ხელოვნური ინტელექტის მუშაობის საფუძვლები. საუბარი ასევე შეეხო მომავალში ტექნოლოგიურ განვითარებასთან დაკავშირებულ გამოწვევებსაც.
გიორგი მამალაძე მოღვაწეობს გერმანიაში, გახლავთ კომპანია Huawei-ს ევროპული კვლევითი ცენტრის ტექნიკური დირექტორი და კომპანია SIEMENS-ის პროგრამული უზრუნველყოფის უფროსი არქიტექტორი. იგი ასევე უწევს კონსულტაციებს გუნდებს სხვადასხვა ქვეყნებში.
Comments