top of page

viziti saxviTi xelovnebis muzeumSi


საქართველო მდიდარია სახვითი ხელოვნების არაჩვეულებრივი ნიმუშებით. ამის დასტურია სახვითი ხელოვნების მუზეუმიც, რომელსაც ვესტუმრეთ, რათა განგვეხილა, თუ როგორ ვითარდებოდა ქართული მხატვრობა XX საუკუნეში და გამოგვეცადა ხელოვნების ცოცხალ ნიმუშებთან ურთიერთობა.


რთულია მხატვრობის შედარება ხელოვნების სხვა დარგებთან, თუმცა ის განსაკუთრებული პროცესია, როცა დამთვალიერებელი არა მარტო ემოციურად აღიქვამს ტილოს, არამედ მზადაა გაიღოს რისკი არტისტის სათქმელის ამოსაკითხად. ეს კი ყველაზე კარგად შეიძლება გამოვცადოთ ქართული მხატვრობის ნიმუშებში: შეფარული ელემენტები, ფორმები და ირიბად გამოთქმული სათქმელი იყო გზა, რომლის მეშვეობითაც ქართველი მხატვრები ცდილობდნენ, არ დაეკარგათ თავისუფლება და სოც. რეალიზმის ბატონობის ხანაში გამოეხატათ საკუთარი თავიც და მნიშვნელოვანი იდეებიც.


სათქმელის ამოკითხვა დამთვალიერებლის მიერ ერთგვარ ინტელექტუალურ მზაობას მოითხოვს და სწორედ ეს პროცესი გავიარეთ ჩვენს მოსწავლეებთან ერთად.

Comments


Lett Square.png
bottom of page