ჩვენი მოსწავლეების მშობლები მოზარდების აღზრდა-განათლების საქმეში ჩვენი მთავარი მოკავშირენი არიან. სწორედ ამიტომ ვცდილობთ, ერთად გადავჭრათ შვილებთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი საკითხები და ამოცანები.
მარტის თვეში ლეტერატომ ჩაატარა შეხვედრების ციკლი მშობლებთან, სადაც არა ერთ მნიშვნელოვან საკითხს შევეხეთ: მოზარდის მოტივაცია, განათლებისა და აღზრდის საუკეთესო მიდგომები, მოზარდის ფსიქიკური ჯანმრთელობა და შემეცნების ფილოსოფია.
მოზარდის სწორად განვითარებისთვის ზრუნვა ოჯახიდან იწყება, ხოლო მშობლები ამ საქმეში ჩვენი მთავარი მოკავშირენი არიან. ჩვენი სემინარების წყალობით მშობლებმა ამ საქმეში საჭირო და მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიიღეს. შეხვედრას უძღვებოდნენ თამარ რაზმაძე, თინა ქარელი და თინა სოლომონია
Commentaires