top of page

Sexvedra niniko morbedaZesTan



გალერეაში მხატვარ ნინიკო მორბედაძეს ვესტუმრეთ და მის ჯადოსნურ ნამუშევრებში ჩავიძირეთ. სიზმრისმიერმა იდუმალებამ, გამომსახველობის სიღრმემ და ექსპრესიულობამ სულ სხვა სამყაროში გადაგვიყვანა: იქ, სადაც იშლება ზღვარი რეალობასა და სიურრეალიზმს შორის, ქრება სხვაობა ეპოქებსა და საუკუნეებს შორის, რადგან ადამიანი იგივე რჩება, უცვლელი სიხარულითა და ტკივილით, საზრისის მარადიულ ძიებაში.


ნამდვილ დღესასწაულად იქცა თავად მხატვართან შეხვედრა, რომელმაც არაჩვეულებრივი მეგზურობა გაგვიწია და ბიძგი მისცა ჩვენი მოსწავლეების შემოქმედებითი აზროვნების განვითარებას.


Comentários


Lett Square.png
bottom of page