top of page

rogor vweroT ukeT



24 და 25 ოქტომბერს ჩვენი მოსწავლეების სტუმარი გახლდათ ფილოლოგი, ჟურნალისტი და ჟურნალ „სითის“ რედაქტორი ნინო გველესიანი, თემით „გადმოიტანე სამყარო ფურცელზე, ანუ როგორ ვწეროთ უკეთ“.

წერის კულტურა ერთ-ერთი უმთავრესი უნარია, რომელიც საშუალებას იძლევა შემოქმედებითად ვიაზროვნოთ, ჩვენი ნააზრევი ფურცელზე გადმოვიტანოთ და გამართულად ჩამოვაყალიბოთ სათქმელი. ნინო გველესიანმა ჩვენს მოსწავლეებთან სწორედ ამ უნარების განვითარებაზე იმუშავა.

ნინო მრავალი წელია არის საქართველოს უნივერსიტეტის ლექტორი, აქვს პედაგოგიური გამოცდილება სასკოლო ასაკის მოზარდებთან, წლების მანძილზე იყო ჟურნალისტი, საზოგადოებრივი მაუწყებლის არა ერთი პროექტის ავტორი და წამყვანი. ნინო ასევე ფლობს მხატვრული და შემოქმედებითი წერის უნარების განვითარების საერთაშორისო სერტიფიკატს.




Comments


Lett Square.png
bottom of page