Asaubari literaturaze
- 2letterato
- Apr 27
- 1 min read

წიგნიერების პოპულარიზაციის მიზნით ლეტერატო კიდევ ერთხელ შეუერთდა #აჩუქეწიგნის კამპანიას, რომელსაც ბიბლუსი ყოველწლიურად ახორციელებს. წელს წიგნის კაფეში ღონისძიება გავმართეთ, სადაც ჩვენმა მოსწავლეებმა თავიანთ საყვარელ, მარადიულ წიგნებზე ისაუბრეს.
წარდგენილ ნაწარმოებებს შორის იყო შექსპირის უკვდავი „ჰამლეტი“, კამიუს „უცხო“ და ჰესეს „ზიდჰარტა“. ჩვენმა მოსწავლეებმა ასევე მიმოიხილეს ჰუმანიზმისა და სამართლიანობის საკითხები ჰარპერ ლის „ნუ მოკლავ ჯაფარას“ მაგალითზე და შეეხნენ სიცოცხლის დაფასებისა და რწმენის საკითხებს შმიტის „ოსკარისა და ვარდისფერი ქალბატონის“ მიხედვით. ღონისძიებას ორმოცდაათზე მეტი სტუმარი დაესწრო, მათ შორის მოზარდებიც, რომელთათვისაც ლეტერატოელების საუბარი ლიტერატურაზე მოტივაციაა, თავადაც გაეცნონ ამ ტექსტებს და ეზიარონ ლიტერატურის ჯადოსნურ სამყაროს.




Comments