leteratos konferencia
- 2letterato
- Mar 9
- 1 min read
Updated: Apr 28

ჩატარდა ლეტერატოს კონფერენცია, სადაც მშობლები და შვილები ერთმანეთს შეხვდნენ. ლეტერატოში განვლილ მასალაზე დაყრდნობით მოზარდებმა ისაუბრეს მათი
ასაკისათვის დამახასიათებელ გამოწვევებზე, თვითშემეცნების არსსა და გზებზე, მშობლებისა და შვილების ურთიერთობებზე, სახელმწიფო ინსტიტუტებისა და სამართლიანობის მნიშვნელობაზე.
ღონისძიებაზე მოზარდებმა ასევე მიმოიხილეს როგორც ქართველი, ასევე უცხოელი მწერლების ნაწარმოებები, სხვადასხვა ფილოსოფოსის ნააზრევი და საკუთარი ნაფიქრალიც შემოგვთავაზეს.
ამ ღონისძიებით გვსურდა, მშობლებისათვის გვეჩუქებინა, როგორც შვილებთან ერთად შინაარსიანად დროის გატარების შესაძლებლობა, ასევე მიგვეცა საშუალება, თავიდან აღმოეჩინათ საკუთარი შვილები, მათი კრიტიკული აზროვნების უნარები და უკიდეგანო შესაძლებლობები. ამაში თავად ჩვენი მოსწავლეები დაგვეხმარნენ და აჩვენეს, თუ რამდენი აქვთ შესათავაზებელი ამ სამყაროსთვის. მათი გულწრფელი ხმა 100-ზე მეტ მონაწილეს მიწვდა.
Comments