pirveli respublikis mexsiereba
- 2letterato
- May 18
- 1 min read
Updated: Jul 18

საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად ვუმასპინძლეთ სემინარს „პირველი რესპუბლიკის მეხსიერება“. ჩვენი სტუმარი გახლდათ „საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის“ მკვლევარი, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა დოქტორი რუსუდან კობახიძე.
ქალბატონმა რუსუდანმა საქართველოს პირველი რესპუბლიკის ეპოქა მიმოიხილა და მის მონაპოვარზე ისაუბრა. იგი შეეხო იმდროინდელი საქართველოს კულტურულ, პოლიტიკურ, ისტორიულ და სოციალურ საკითხებს. ჩვენმა მოსწავლეებმა 1918-1921 წლების დამოუკიდებელი საქართველოს შესახებ ბევრი უცნობი ფაქტი გაიგეს და უკეთ გაიაზრეს პირველი რესპუბლიკის მნიშვნელობა.




Comments