ბევრ ჩვენს მოსწავლეს უყვარს თეატრი. თეატრის არსზე, მის დანიშნულებასა და მნიშვნელობაზე სასაუბროდ „სივრცის თეატრის“ დამფუძნებელი და რეჟისორი ირაკლი ბარკალაია მოვიწვიეთ.
ირაკლი ბარკალაიას განათლება მიღებული აქვს როგორც საქართველოში, ასევე უცხოელ პროფესორებთან ფილოლოგია-ფილოსოფიისა და რეჟისურის მიმართულებებით. დადგმული აქვს ათამდე სპექტაკლი, გახლავთ ლექტორი, მენტორი და წარმატებით ზრდის მომავალი რეჟისორებისა და მსახიობების თაობას. სტუმარმა მოსწავლეებს საინტერესო ეტიუდები და სავარჯიშოები შესთავაზა, ახსნა, თუ როგორ მიმდინარეობს მზადება სპექტაკლისათვის, რა გამომსახველობითი სკოლები არსებობს და რა ხდება კულისებს მიღმა.
Comments