ჩვენი პროექტი „მშობლები შვილებს!“ რეგულარულად ჩვენსავე მშობლებს მასპინძლობს, რომელთა შორის ბევრი ადამიანია, რომელიც მთელი გულით ემსახურება საყვარელ საქმეს. პროექტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან მოზარდებს საშუალება ეძლევათ ჩვენს შორის, აქვე არსებული მშობლებისგან მოისმინონ მათი წარმატების ისტორიები და მიღებული გამოცდილება. ამჯერად ჩვენი მოსწავლის მშობელს, მსახიობ ანა ნიკოლაშვილს ვუმასპინძლეთ.
ანა ნიკოლაშვილი 30 წელზე მეტია სცენაზეა. შესრულებული აქვს 50-ზე მეტი როლი თეატრსა და კინოში, მათ შორის ისეთი საკულტო როლები, როგორიცაა ოფელია. სხვადასხვა დროს თანამშრომლობდა ისეთ რეჟისორებთან, როგორიცაა მ. მარმარინოსი, პ. ციკოლია, ა. ამირანაშვილი, გ. მასტერსონი, კ. შარტავა, ლ. კეკელიძე, ა. ჟოლდაკი.
ანა ნიკოლაშვილს შექმნილი აქვს მრავალი სახასიათო სახე ქართულ კინოში, ნამუშევარია კინორეჟისორებთან - ზაზა ურუშაძე, რეზო ჩხეიძე, რეზო ვაწაძე... სხვადასხვა დროს მონაწილეობდა ყველასათვის ნაცნობ სერიალებში „ჩემი ცოლის დაქალები“, „შუა ქალაქში“ და „ხელოვნური სუნთქვა“. ანა ბოლო დროს სარეჟისორო საქმიანობაზე გადაერთო, თუმცა პარალელურად აგრძელებს თავის სამსახიობო კარიერას.
ბევრი ჩვენი მოსწავლე ოცნებობს მსახიობობაზე. რას ნიშნავს იყო მსახიობი? რა შესაძლებლობები ან გამოწვევები აქვს ამ პროფესიას? ამ კითხვებზე მოსწავლეებმა ანასთან ერთად უპასუხეს
Comments