top of page

proeqtis marTvis kursi ufrosklaselebisTvis


ბევრი მოზარდისთვის ადვილი არ არის საკუთარი ცხოვრების ყოველდღიური რუტინის მართვა. არადა ამ ასაკში მათ უკვე მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობების აღება უწევთ, რომ არაფერი ვთქვათ საინტერესო და არაორდინარულ იდეებზე ან მსხვილმასშტაბიანი პროექტის განხორციელებაზე, რომლის ხორცშესხმაც მათ თვითრეალიზაციასა და თავდაჯერებულობას უწყობს ხელს. ამ ამოცანების შესრულების გასამარტივებლად და მათი უნარების გასაუმჯობესებლად ჩვენს უფროსკლასელებს პროექტის მართვის მოკლევადიანი კურსი ჩაუტარდათ.


მოწვეული ლექტორი ნინო ჟვანია ნოემბრის განმავლობაში ლეტერატოელებს პროექტის მართვის ფუნდამენტურ საკითხებს შეასწავლიდა.


ნინო ჟვანია წლების მანძილზე ხელმძღვანელობდა გაეროს, ევროკავშირის, USAID-ისა და სხვა დონორი ორგანიზაციების პროექტებს როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ. ის გახლავთ აშშ პროექტის მართვის ინსტიტუტისა და კორნელის უნივერსიტეტის სერტიფიცირებული სპეციალისტი. კურსის გავლის შედეგად ჩვენმა უფროსკლასელებმა არა მხოლოდ დროის მართვის, დაგეგმვისა და განხორციელების, ბიუჯეტირებისა და შეფასების უნარები გაიუმჯობესეს. მიღებული ცოდნა მათ დაეხმარებათ ზრდასრულ ცხოვრებაშიც უფრო თამამად შეაბიჯონ



Letterato Logo
bottom of page