top of page

poster arti da xelovneba


ლეტერატოს იანვრის სტუმარი გახლდათ ახალგაზრდა ხელოვანი ლევან მიქელაძე თემით „პოსტერ არტი და ხელოვნება“. ლევან მიქელაძე საკუთარი ნამუშევრების საშუალებით არაერთ საინტერესო და მწვავე განაცხადს 

გვთავაზობს სოციალურ, კულტურულ, პოლიტიკურ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე.


მისი შემოქმედება ხშიად გვახსენებს, თუ რა გამოწვევების წინაშე დგას თანამედროვე საზოგადოება და რამდენად ბევრია გასაკეთებელი ჩვენი გარემოს გასაუმჯობესებლად. ამავდროულად, ლევან მიქელაძე კარგა ხანია იკვლევს პოსტერის ისტორიას, მის დამოკიდებულებას ხელოვნების ჟანრებთან და ჩვენს მოსწავლეებს სწორედ საკუთარ გამოცდილებასა და დაგროვილ ცოდნაზე ესაუბრა. არის თუ არა ხელოვნება სოციალური იარაღი, ხოლო პოსტერი - ხელოვნების ნიმუში? როგორ ვითარდებოდა და იმკვიდრებდა თავს პოსტერი? ეს ის შეკითხვებია, რომელზეც ლევანმა თავის სემინარში მოსწავლეებთან ერთად გასცა პასუხები.  

Letterato Logo
bottom of page