top of page

momavlis dagegmva - profesia da kariera


არაერთი ჩვენი მოსწავლე ფიქრობს სამომავლო პროფესიასა და კარიერაზე. ამ საკითხში უკეთ გასარკვევად ვუმასპინძლეთ სემინარს თემაზე "მომავლის დაგეგმვა: პროფესია და კარიერა", რომელიც ელენე მამალაძემ ჩაატარა. ელენე მამალაძე მოღვაწეობს STEM სფეროში გერმანიაში, ფლობს მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის მაგისტრის ხარისხს ადამიანური ფაქტორის ინჟინერიაში. იგი მუშაობს კომპანია სიმენსში, აქვს კომპიუტერული ინჟინერიისა და ნეიტრონებთან მუშაობის გამოცდილება და 

პარალელურად იკვლევს კარიერის დაგეგმვის საკითხებს. ელენე ასევე კითხულობს ლექციებს და ეხმარება სტუდენტებს პროფესიულ და კარიერულ განვითარებაში.


სემინარის მსვლელობისას ელენე დაეხმარა ჩვენს მოსწავლეებს, გაადვილებოდათ გადაწყვეტილების მიღება საკუთარი პროფესიის არჩევის შესახებ სხვადასხვა პრაქტიკული დავალების შესრულებით. მან ასევე გააცნო სხვადასხვა დღეისათვის აქტუალური პროფესია და კარიერული შესაძლებლობები, და სავარჯიშოების გზით დაანახა, თუ რა ფაქტორებია წამყვანი მათთვის პროფესიის შერჩევის დროს.

Comments


Lett Square.png
bottom of page