top of page

masterklasi gogonebisTvis


ქალები მეცნიერებაში - WiSci მეხუთე საერთაშორისო ბანაკი გოგონებისთვის საქართველოში წელს პირველად ჩატარდა აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციასთან, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტთან და გაერთიანებული ერების ფონდთან თანამშრომლობით.


ბანაკში მონაწილეობას იღებდა 15-18 წლის 100-ზე მეტი STEM-ით დაინტერესებული გოგონა ამერიკის შეერთებული შტატებიდან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან და საქართველოდან. ბანაკის ტრენერები იყვნენ Google, Intel, Microsoft და მიკრობიოლოგიის ამერიკული საზოგადოების წარმომადგენლები ამერიკის შეერთებული შტატებიდან.


17 აგვისტოს ბანაკის სტუმარი იყო „ლეტერატოც“, რომლის დამფუძნებელი თამარ რაზმაძე მიწვეული სპიკერი გახლდათ და გოგონებს კრიტიკული აზროვნების თემაზე ინტერაქტიული მასტერკლასი ჩაუტარა.

Comments


Lett Square.png
bottom of page