ლეტერატომ გერმანელ პროფესორ მაიკლ ლიუკენს უმასპინძლა, რომელმაც ჩვენი მოსწავლებისთვის ჩაატარა სემინარი სახელწოდებით „კლიმატის ცვლილება: თანამედროვეობის გამოწვევები“.
მაიკლმა ისაუბრა კლიმატის საკითხების კულტურულ, პოლიტიკურ, ეკონომიკურ და ტექნოლოგიურ ასპექტებზე. ინტერაქტიული სემინარის განმავლობაში მოზარდებმა არა მხოლოდ მეტი შეიტყვეს კლიმატის ცვლილებებზე, არამედ სახალისო პრაქტიკული დავალებები შეასრულეს და ქეისები განიხილეს.
მაიკლ ლუკენი არის კლიმატის ექსპერტი მდიდარი გამოცდილებით მეცნიერების, ბიზნესისა და საჯარო ადმინისტრირების სფეროებში. ის საქართველოსა და გარდამავალი ეკონომიკის ქვეყნებში კლიმატის პოლიტიკის მკვლევარია. მას აქვს ფიზიკის მეცნიერებათა მაგისტრის ხარისხი და არის ეკონომიკის დოქტორი.
Comments