top of page

levan sonRulaSvilis gamofenaze


ხელოვნება ის ენაა, რომელიც სამყაროს იდუმალებას შეგვაცნობინებს, სხვაგვარად დაგვაფიქრებს, წარმოსახვასა და ემოციებს გზას მისცემს და ამით საკუთარ თავსაც უკეთ გაგვაცნობს. ამიტომაც, ნამდვილ ხელოვნებას ვაზიაროთ ჩვენი მოსწავლეები ეს არა მხოლოდ მათი გემოვნების ჩამოყალიბებისათვის არის მნიშვნელოვანი, არამედ პირველ რიგში საკუთარი თავისა და სამყაროს უკეთ შეცნობისთვის.


ასეთია თანამედროვე ქართველი ხელოვანის, ლევან სონღულაშვილის, შემოქმედებაც: ღრმა, მრავალპლასტიანი, ექსპოზიციაზე წარმოდგენილი ინსტალაციის - უფსკრულის - მსგავსად ამოუწურავი და ისეთივე იდუმალი, როგორიც ჩვენი არსებობაა.


ლეტერატოს გასვლითი კლასი სწორედ მისი გამოფენის - „Triptychos“ გაცნობას დაეთმო, სადაც მოსწავლეებმა ერთმანეთს წარმოდგენილი ნიმუშების განსაკუთრებულად კრეატიული და ორიგინალური ინტერპრეტაცია შესთავაზეს.

Letterato Logo
bottom of page