top of page

leterato wignis saerTaSoriso festivalze


ლეტერატოს წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე მონაწილეობა უკვე ტრადიციად იქცა. ყოველწლიურად ჩვენი მოსწავლეები მთელი გულით ემზადებიან, რათა მათი გამოსვლა ბევრი ადამიანისათვის ბიძგად იქცეს ჩვენი პროგრამული ლიტერატურის წასაკითხად.


წიგნიერება კაცობრიობის უდიდესი მონაპოვარია და ტექნოლოგიების განვითარების კვალდაკვალ ახალ თაობაში ლიტერატურის სიყვარულის გაღვივება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საქმეა. სწორედ ამიტომ ჩვენთვის დიდი პატივია, ვიყოთ ამ არაჩვეულებრივი პროექტის ნაწილი. მით უფრო სასიხარულოა, რომ წლების მანძილზე ჩვენი მოსწავლეები სიამოვნებით კითხულობენ ჩვენს პროგრამულ ნაწარმოებებს და შემდეგ ხელს უწყობენ ლიტერატურის პოპულარიზაციას ახალგაზრდებში.


წელს მსმენელის წინაშე ლეტერატო ძალზე ვრცელი და მრავალფეროვანი პროგრამით წარსდგა. დეტალურად პროგრამის გაცნობას შეძლებთ აქ











Comments


Lett Square.png
bottom of page