1 ივნისს, ბავშვთა დაცვის დღეს მთაწმინდის პარკში თბილისის საბავშვო ფესტივალზე ლეტერატოს მოსწავლეებმა ღონისძიებაზე "ლეტერატო ლიტერატურისთვის" თავიანთი საყვარელი წიგნები წარადგინეს. მათ მიმოიხილეს ნაწარმოებები, რომელიც ლეტერატოში წაიკითხეს და რომელიც მოზარდების განვითარებისათვის აქტუალური და მნიშვნელოვანია.
ღონისძიების ამოცანა იყო ლიტერატურის პოპულარიზაცია მოზარდებში. საერთო ჯამში ლეტერატოს 20-მა მოსწავლემ ისაუბრა ლიტერატურასა და საყვარელ ნაწარმოებებზე. მოზარდებმა წარადგინეს ისეთი წიგნები, როგორიცაა იუსტაინ გორდერის "სოფის სამყარო", ეგზიუპერის "პატარა უფლისწული", ჯორჯ ორუელის "ცხოველების ფერმა", ოლდოს ჰაქსლის "საოცარი ახალი სამყარო" და სხვა.
コメント