top of page

kognituri fsiqologiis seminari

Updated: Apr 10


ჩვენი იანვრის სპიკერი გახლდათ ფსიქოლოგი სოფიო ვიბლიანი სემინარით „კოგნიტური ფსიქოლოგია - როგორ აღვიქვამთ სამყაროს“. სემინარზე ჩვენი მოსწავლეები გაეცნენ კოგნიტურ ფსიქოლოგიას, რომელიც შეისწავლის ჩვენს შემეცნებით უნარებს, თუ როგორ გადავამუშავებთ ინფორმაციას, რა არის ყურადღება და მეხსიერება და მეხსიერების როგორი ფორმები არსებობს. სტუმარმა რამდენიმე პრაქტიკული სავარჯიშოც ჩაატარა, რათა მოზარდებს გაეაზრებინათ, თუ რამდენად ბევრი და ღრმა პროცესი მიმდინარეობს თავის ტვინში და რამდენად მნიშვნელოვანია ეს უნარები ჩვენთვის.


სოფიო ვიბლიანი გახლავთ კლინიკური ნეიროფსიქოლოგიის მაგისტრი, არის რორშახის ლაქების ტესტის სპეციალისტი, რორშახის მეთოდის სამეცნიერო საერთაშორისო ასოციაციების CSIRA-სა და ISR-ის წევრი და CSIRA-ს საქართველოს დელეგატი. სხვადასხვა დროს მუშაობდა თამარ გაგოშიძის ნეიროფსიქოლოგიის ცენტრსა და წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრში. აქვს საკმაოდ მდიდარი პრაქტიკული გამოცდილებაც.

Comments


Lett Square.png
bottom of page