ხელოვნებასთან დამეგობრება, კულტურასთან ზიარება ცხოვრებას უფრო სავსესა და შინაარსიანს ხდის. ასეთია ადამიანის ბუნება და სწორედ ამის ჩვენება გვსურს ჩვენი მოსწავლეებისათვის.
ამ მიზნით ოქტომბერში დიმიტრი შევარდნაძის სახელობის გალერეას ვესტუმრეთ. სამი განსხვავებული ექსპოზიცია, სამი უნიკალური და ერთმანეთისგან სრულიად დამოუკიდებელი ხედვა მოსწავლეთათვის ახალი შთაგონების, საკუთარ „მე“-ზე დაფიქრებისა და სამყაროს ახლებურად აღქმის წყაროდ იქცა. ჩვენი ერთ-ერთი ამოცანაც ხომ სწორედ ესაა: მოზარდებმა დაინახონ საკუთარი პოტენციალი და ის უკიდეგანო შესაძლებლობები, რასაც მათ ჩვენი სამყარო სთავაზობს
Comments