
ხელოვნების ისტორიის კლასებზე წლის განმავლობაში სხვადასხვა ჟანრისა და მიმდინარეობის მიხედვით შექმნილი საკმაოდ ბევრი ნამუშევარი დაგვიგროვდა. გადავწყვიტეთ, ამ ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა მოგვეწყო, ხოლო გაყიდვიდან შემოსული თანხა სრულად გადაგვერიცხა ბექა ფიფიას ფონდში.
ბექა ხალისით სავსე რვა წლის ბიჭუნაა, რომელიც ლეიკემიას ებრძვის. მისი მკურნალობისთვის სოლიდური თანხაა საჭირო. ჩვენს გამოფენაზე საკმაოდ ბევრმა ხალხმა მოიყარა თავი და ნამუშევრებიც გაიყიდა. შემოსული თანხით მყიდველებთან ერთად ბექას გამოჯანმრთელებაში შევიტანეთ წვლილი. ამ საქველმოქმედო აქციას თავად ჩვენი მოსწავლეები მასპინძლობდნენ.

Comments