თებერვალში ფილოსოფოს ლევან ღამბაშიძეს ვუმასპინძლეთ თემით „ფილოსოფია და ყოველდღიურობა“. ჩვენი მოსწავლეები ლეტერატოში არა ერთ ფილოსოფოსსა და მიმდინარეობას ეცნობიან, ამიტომაც მათთვის ეს შეხვედრა განსაკუთრებულად გამორჩეული იყო.
შეხვედრისას ჩვენმა სტუმარმა ისაუბრა ფილოსოფიის პრაქტიკულ გამოყენებაზე ყოველდღიურ ცხოვრებაში და მოსწავლეებთან ერთად განიხილა, თუ რა სარგებელი შეიძლება მივიღოთ ფილოსოფიისგან, შეიძლება თუ არა ფილოსოფიის გარეშე ცხოვრება და რატომ ღირს უკეთ გავეცნოთ ამ ძალზე საინტერესო დარგს.
Comentarios