top of page

Cveni mentorobis programa



2022 წლიდან ლეტერატოში მენტორობის პროგრამა მოქმედებს, რომლის ფარგლებშიც უფროსკლასელები უმცროსკლასელებს განვითარებასა და განათლების მიღებაში ეხმარებიან. ერთი მხრივ, უმცროსკლასელები მაგალითსა და მოტივაციას იღებენ თავიანთი უფროსი მეგობრებისგან, სწავლობენ უკეთ აზროვნებას, წერასა და პრეზენტირებას, მეორე მხრივ - უფროსკლასელები ეჩვევიან მეტ პასუხისმგებლობას, სწავლობენ ცოდნისა და გამოცდილების გადაცემას და ამავდროულად იძენენ დაგეგმვის, განხორციელებისა და შეფასების უნარებს.


მენტორობის პროგრამა წარმოადგენს ჩვენთან სწავლის დამატებით სარგებელს. იგი ორიენტირებულია მოზარდების თვალსაწიერის გაფართოებაზე, მათი უნარების გაუმჯობესებაზე და ლეტერატოში ჯანსაღი, მეგობრული გარემოს შექმნაზე. ამჟამად პროგრამაში 30-ზე მეტი მოსწავლეა ჩართული.

Comments


Lett Square.png
bottom of page