top of page

cTomilebis tyveobaSi


ადამიანს სჩვევია შეიქმნას სუბიექტური რეალობა, რომელშიც არსებობა ხანდახან ძალიან კომფორტულია. პრობლემა მხოლოდ იმაშია, რომ ეს სუბიექტური რეალობა გვაიძულებს არასწორი გადაწყვეტილებები მივიღოთ, რაც ჩვენი და ჩვენს გარშემო მყოფების ცხოვრების ხარისხზე აისახება. ამ სუბიექტურ რეალობას კოგნიტიური გადახრები, იგივე ცთომილებები ქმნის, რომელიც კარგა ხანია შესწავლის საგანია. ცთომილებების ცოდნა კი გვეხმარება არ მოვექცეთ ჩვენი გონების ხაფანგში და შევძლოთ, არ მივიღოთ ირაციონალური გადაწყვეტილებები. სწორედ ირაციონალურობის ნაყოფია ალოგიკური დასკვნების გაკეთება, მცდარი ქმედება და მიკერძოებული მსჯელობა. ამიტომაც მნიშვნელოვანია, ახალ თაობას ჰქონდეს ცოდნა ძირითადი ცთომილებების შესახებ, შეეძლოს გამიჯნოს ფაქტები რწმენისაგან და მიიღოს ისეთი გადაწყვეტილებები, რომელიც ობიექტურ რეალობას ეფუძნება. ეს თავისთავად წარმატების მიღწევას უზრუნველყოფს. ამასთან, თავისუფლება ხომ სწორედ აზროვნებიდან იწყება, ეს ცოდნა კი მძლავრი ინსტრუმენტია სწორედ შინაგანი თავისუფლების გზაზე.


კოგნიტიური ცთომილებების რიცხვი საკმაოდ დიდია. ამჯერად წარმოგიდგენთ რამდენიმე ყველაზე გავრცელებულ მათგანს, რომელთა ცოდნაც გვეხმარება, მივიღოთ უფრო ოპტიმალური, ჩვენთვის სასიკეთო გადაწყვეტილებები.



როგორც ფსიქოლოგები ამბობენ, ყველა ადამიანი ცოტა სულელია. და თუ ამ განაცხადს მივიღებთ, კარგი იქნება, თუ ხანდახან მაინც ნაკლებად სულელები აღმოვჩნდებით. ეს ცოდნა ამაში ნამდვილად დაგვეხმარება.

Letterato Logo
bottom of page