
1. ვეცადო, მივცე საუკეთესო მაგალითი. რადგან არაფერი ასწავლის მას უკეთ, თუ არა საქციელი
2. ვეცადო, ვიყო მომთმენი: ავუხსნა, ავუხსნა და ისევ ავუხსნა
3. ვეცადო, თავი შევიკავო არაფრისმომცემი დიდაქტიკისგან
4. ვეცადო, ვასწავლო სიკეთე, სიყვარული და გაცემა. რადგან არაფერი მიანიჭებს ზრდასრულობაში ამაზე მეტ სიხარულს
5. ვეცადო, ვიყო ყოველთვის სამართლიანი მის მიმართ
6. ვეცადო, წავახალისო
7. ვეცადო, არასდროს დავცინო
8. ვეცადო, გავაღვივო მასში ბუნებრივი ცნობისმოყვარეობა, რათა გზა გავუკვალო ზრდასრულობაში თვითრეალიზაციისათვის
9. ვეცადო, ვაკონტროლო არა იმიტომ, რომ ჩემი შიშებისგან დავიცვა თავი, არამედ იმიტომ, რომ ნებისყოფა გამოუმუშავდეს და ისწავლოს კარგისა და ცუდის გარჩევა
10. მიყვარდეს ის უპირობოდ. არა იმისთვის, რომ ბეჯითი, ჭკვიანი ან დამჯერია, არამედ იმისთვის, რომ ის მე მომეცა!
Comments