წიგნიერების პოპულარიზაციისათვის ლეტერატო "ბიბლუსის" პარტნიორი გახდა და #აჩუქეწიგნი ს კამპანიას შეუერთდა. ამ მიზნით ჩვენს მოსწავლეებთან ერთად სოფელ გამარჯვების სკოლას ვესტუმრეთ.
სულ ერთია, სად ცხოვრობ, სამყაროს რომელ წერტილში, ქალაქად თუ სოფლად, მთაში თუ ბარში, წიგნის სიყვარული, შემეცნების წყურვილი და ლიტერატურა არის ის, რაც სივრცესა და მანძილს მნიშვნელობას უკარგავს და გვაერთიანებს. გამარჯვების საჯარო სკოლის მოსწავლეებთან შეხვედრამ ამაში კიდევ ერთხელ
დაგვარწმუნა. შეხვედრაზე არაერთი წიგნის მოყვარული მოზარდი გავიცანით და სკოლის ბიბლიოთეკა ახალი წიგნებით შევავსეთ. მოსწავლეებთან ერთად ვისაუბრეთ ლიტერატურაზე, საყვარელ ნაწარმოებებზე, წიგნიერების მნიშვნელობაზე და არაჩვეულებრივი განწყობით დავბრუნდით შინ.
Comments