ინგლისური ენის ფილოლოგმა ლელა ფიროსმანიშვილმა ჩვენი მოსწავლეებისათვის სემინარი გამართა ნილ გეიმანის შემოქმედებაზე.
ლელას არაერთი მოზარდებისთვის საინტერესო წიგნი აქვს ნათარგმნი, ხოლო ნილ გეიმანის მის მიერ თარგმნილი "სასაფლაოს წიგნი" უკვე ჩვენი მოსწავლეების საყვარელ ნაწარმოებად იქცა. სემინარის მსვლელობისას სტუმარმა ისაუბრება ავტორის სტილზე, კულტურულ და სოციალურ პრობლემატიკაზე, რომელიც საფუძვლად დაედო მწერლის შემოქმედებას, და თუ როგორ უნდა გავიგოთ მისი წიგნები, რომელიც ჰუმანიზმს, მეგობრობას და თანადგომას გვასწავლის.
コメント