ლეტერატოს მოსწავლეები დედაენის დღის აღსანიშნავად საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციას ეწვივნენ. მოსწავლეებს მიესალმა და დედაენის დღე მიულოცა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა.
მოსწავლეებმა დაათვალიერეს ქართველი მხატვრისა და კალიგრაფის შოთა საგანელიძის საინტერესო ნამუშევრები, დაესწრნენ მის მასტერკლასს და მოისმინეს ქართული დამწერლობის მოკლე ისტორია, ღონისძიების დასასრულს მოსწავლეებმა იხილეს ორბელიანების სასახლეზე ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი არტ პროექცია შესანიშნავი მუსიკის თანხლებით
留言